"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - ვალერი გელაშვილი

"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - ვალერი გელაშვილი

რა ბედი ეწევა პრეზიდენტის რეზიდენციას? - ეს კითხვა იმ დღიდან გახდა აქტუალური, რაც სააკაშვილმა ჯერ ავლაბრის რეზიდენცია დატოვა, მოგვიანებით კი საქართველო.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ეს შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად დარჩეს, მოქმედ ხელისუფლებას კი ძვირად ღირებული რეზიდენცია პრეზიდენტისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნია. ამასთან, ის ადგილია, სადაც ერთ დროს, მათივე თქმით, "გრაფი დრაკულა" ცხოვრობდა. ამ შენობაზე პრეტენზია გამოთქვა ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა, რადგან აქ მას ერთი სახლი ედგა, ცოტა მოშორებით კი - მეორე. "კვირის პალიტრა" ვალერი გელაშვილს ესაუბრა:

- ითქვა, რეზიდენცია უნდა გასხვისდესო. ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ქონება. გასხვისების შემთხვევაში ის ადგილი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველი მე ვარ.

- სახლი წაგართვეს, ფიზიკურადაც გაგისწორდნენ... ბოლოს, ხელისუფლება იძულებული გახდა, ქონების საფასური გადაეხადა. ფული აიღეთ, ახლა რა არგუმენტით მოითხოვთ ქონების უკან დაბრუნებას?

- თანხას, რომელიც მაშინ იძულებით მომცეს იძულებით დათმობილ ქონებაში, სახელმწიფოს უკან დავუბრუნებ. ჯერ ერთი, ღირებულებაზე ბევრად ნაკლები გადამიხადეს. გარდა ამისა, სხვა მხრივაც ხომ დავზარალდი? ლამის მომკლეს. ეს ცალკე უნდა შეფასდეს და გათვალისწინებულიც იქნეს.

- პირველად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უნდა აღდგეს სამართლიანობა? ეს უხერხულობის განცდას არ გიქმნით?

- ჩამორთმეულ ქონებას წინა ხელისუფლება ყიდდა, ჩემი კი სახელმწიფოს დარჩა. უხერხულად მაშინ ვიგრძნობდი თავს, თუ სხვისთვის მიყიდულ ქონებას ახლანდელ მფლობელს წაართმევდნენ და მე დამიბრუნებდნენ. ლამის შევეწირე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას. ერთადერთი ვარ, ვინც მაგათ გაუძალიანდა და დღესაც ცოცხალია. ერთადერთი ბიზნესმენი ვარ, რომელსაც თავს ესხმოდნენ, მაგრამ უკან არ დამიხევია და არსად გავქცეულვარ. არა ვარ ღირსი, დავიბრუნო ის, რაც მეკუთვნოდა და ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია? კარგად ვიცი, რომ ძალიან ძნელია წართმეული ქონების ყველასთვის დაბრუნება, მილიარდებზეა საუბარი. ამ ხალხის წინაშე რაღაც ვალდებულება უნდა აიღოს ქვეყანამ, მაგრამ დღეს ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, შეიძლება გადაეცეს ძველ მფლობელს, მაგრამ გაყიდულის გასტუმრებას რომ ვითხოვთ, ხომ უნდა ვიფიქროთ, შეძლებს სახელმწიფო ამხელა თანხის გადახდას?

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა