"ეს კა­ტას­ტრო­ფა­ა!" - რა­ტომ მსა­ხუ­რო­ბენ ქარ­თვე­ლი მეზღ­ვა­უ­რე­ბი და­ზი­ა­ნე­ბულ გე­მებ­ზე

"ეს კა­ტას­ტრო­ფა­ა!" - რა­ტომ მსა­ხუ­რო­ბენ ქარ­თვე­ლი მეზღ­ვა­უ­რე­ბი და­ზი­ა­ნე­ბულ გე­მებ­ზე

ცო­ტა ხნის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში სი­ე­რა-­ლე­ო­ნის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მი ჩა­ი­ძი­რა, ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი მეზღ­ვა­უ­რე­ბიც შე­დი­ოდ­ნენ. ქარ­თვე­ლი იყო გე­მის კა­პი­ტა­ნიც, რო­მე­ლიც დღემ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გე­მე­ბი, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლი მეზღ­ვა­უ­რე­ბი და­ცუ­რა­ვენ. კო­მენ­ტა­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მეზღ­ვა­ურ­თა პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ანა­ტო­ლი ჯი­ჯა­ვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

-არის რო­გორც კარ­გი, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გე­მე­ბი, გა­აჩ­ნია ვი­ნაა გემ­თმფლო­ბე­ლი. თუ კარ­გი და სო­ლი­დუ­რი გემ­თმფლო­ბე­ლი­ა, შე­სა­ბა­მი­სად გე­მიც გა­მარ­თუ­ლი­ა, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კარ­გი გე­მი ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მომ­რავ­ლდა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მე­ო­რადი გე­მე­ბი. ეს რისკს ზრდის.

-ცო­ტა ხნის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­ი­ძი­რა გე­მი, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი მსა­ხუ­რობ­დნენ, რო­გორ ფიქ­რობთ, რა გახ­და გე­მის ჩა­ძირ­ვის მი­ზე­ზი?

-ქართველები იმ გემ­ზე მსახურობდნენ არა დამ­საქ­მე­ბე­ლი ფირ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­მედ თვი­თონ კა­პი­ტან­მა ნა­ხა იქ ად­გი­ლი, მო­ი­ლა­პა­რა­კა მე­პატ­რო­ნე­ებ­თან და წა­იყ­ვა­ნა 5 მეზღ­ვა­უ­რი. გე­მის ჩა­ძირ­ვის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ გე­მი ძვე­ლი იყო.

-რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქარ­თველ მეზღ­ვა­უ­რებს დიდ გე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რა­მე შე­იც­ვა­ლა ამ კუთხ­ით?

-რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი ევ­რო­კო­მი­სია და გა­და­ა­მოწ­მეს მეზღ­ვა­უ­რე­ბის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღ­ე­ბა მი­ექ­ცა იმას, თუ რო­გორ პრაქ­ტი­კას გა­დი­ოდ­ნენ ისი­ნი. მეზღ­ვა­ურ­მა მომ­ზა­დე­ბა უნ­და გა­ი­ა­როს არა­ნაკ­ლებ 500-ტო­ნი­ან გემ­ზე. ჩვენ­თან პრაქ­ტი­კას სულ პა­ტა­რა გე­მებ­ზე გა­დი­ოდ­ნენ და ამის გა­მო შე­ნიშ­ვნა მოგ­ვცეს. ევ­რო­კო­მი­სი­ის­გან შე­ნიშ­ვნა იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზეც. მა­თი თქმით, სა­ნამ ეს პრობ­ლე­მე­ბი არ აღ­მო­იფ­ხვრე­ბა, მა­ნამ­დე სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჰქონ­დათ ქარ­თველ მეზღ­ვა­უ­რებს, არ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რისი დიდ გემ­ზე სა­მუ­შა­ოდ. დღეს ყვე­ლა პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კო­მი­სია კი­დევ ერ­თხელ შე­ის­წავ­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას. ახ­ლა მეზღვ­ა­უ­რებს შო­რის ძა­ლი­ან დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა და შე­სა­ბა­მი­სად, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც გაჩ­ნდა. თუ ძლი­ე­რი მეზღ­ვა­უ­რი არ ხარ, სო­ლი­დუ­რი გემ­თმფლო­ბე­ლი არ და­გა­საქ­მებს.

-რო­გორც წე­სი, გემ­ზე მუ­შა­ო­ბის მსურ­ვე­ლებს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი იზი­დავს. ამის გა­მო, ბევ­რი მათ­გა­ნი მომ­ზა­დე­ბის რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი კურ­სის შემ­დეგ გა­დის ზღვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მათ ექ­ნე­ბათ და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა.

-რო­დე­საც გა­დი­ხარ 3-4-წლი­ან კურსს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნ­და გა­მოხ­ვი­დე და ასე­თი მეზღ­ვა­უ­რი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ავ­ლენს თა­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ხო­ლო რი­გით მეზღ­ვა­უ­რად რომ წახ­ვი­დე, 2-3-თვი­ა­ნი კურ­სე­ბიც საკ­მა­რი­სი­ა, თუმ­ცა თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე ვი­სა­უბ­რებთ, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მათ ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნე ვერ ექ­ნე­ბათ, რაც ზღვა­შია სა­ჭი­რო.

-დი­დი გემ­თმფლო­ბე­ლი კომ­პა­ნიე­ბი თუ გა­მოთ­ქვა­მენ ქარ­თველ მეზღ­ვა­უ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვილს?

-დი­დი გემ­თმფლო­ბე­ლე­ბი, ვის­თა­ნაც ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, აკ­ვირ­დე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლ კურ­სან­ტებს ასაქ­მე­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტას, 10-15 ადა­მი­ანს.

-ბა­ტო­ნო ანა­ტო­ლი, ჩვენს ქვე­ყა­ნას თუ ჰყავს სა­კუ­თა­რი გე­მი?

-არა, და ეს არის კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სი, რად­გან თუ ჩვენ სა­კუ­თა­რი გე­მი არ გვე­ყო­ლე­ბა და ვიქ­ნე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვებ­ზე, ამ დარ­გის პერ­სპექ­ტი­ვა ბუნ­დო­ვა­ნი­ა. სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ჩვენ გე­მე­ბი არა გვყავს და მხო­ლოდ სხვებს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, და ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ჩვენს ფლოტ­ში 56 გე­მი შე­დი­ო­და.

ლადო გოგოლაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე დაგაინტერესებთ: უკანასკნელი ქართული გემი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია