სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა - რო­დის ეუბ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კოსს უარს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბა­ზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა - რო­დის ეუბ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კოსს უარს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბა­ზე

პარ­ლა­მენ­ტში შე­ტა­ნი­ლი კა­ნონ­პრო­ექ­ტით ნდო­ბის ჯგუ­ფის და­კომ­პლექ­ტე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ამ ჯგუ­ფის წევ­რებს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოე­ბას­თან აქვთ დაშ­ვე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში? რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად? - ამ სა­კითხ­ზე თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის წევ­რი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი და უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი: ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში "ნდო­ბის ჯგუ­ფის შე­სა­ხებ" მი­სი შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაზ­რდის, უკ­ვე ერ­თი წე­ლი გა­ვი­და, სა­პარ­ლა­მენ­ტო ნდო­ბის ჯგუ­ფი კი ვერ დაკომ­პლექ­ტდა; ნდო­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტებ­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი აქვთ. ჩე­მი აზ­რით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კან­დი­და­ტის წარ­მდგენ­მა მხა­რემ უნ­და აი­ღოს, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, და­კომ­პლექ­ტე­ბის წე­სის სხვა ვა­რი­ან­ტებ­ზეც ვი­ფიქ­როთ, უფ­რო მოქ­ნი­ლი მე­ქა­ნიზ­მი ავირ­ჩი­ოთ. კა­ნო­ნით, ნდო­ბის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა უნ­და გა­ი­ა­რონ შე­მოწ­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად; ევ­რო­პა­ში ამ­გვა­რი ჯგუ­ფის ფორ­მი­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი არ­სე­ბობს. შე­საძ­ლო­ა, უმ­რავ­ლე­სო­ბამ და უმ­ცი­რე­სო­ბამ მათ მი­ერ წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თვი­თონ აი­ღონ.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ვი თარ­გა­მა­ძის კან­დი­და­ტუ­რა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა ვერ თან­ხმდე­ბა.

- ამას ვერც და­გი­დას­ტუ­რებთ, ვერც უარ­ვყოფ. ზო­გა­დად არის სა­უ­ბა­რი, რომ წარ­დგე­ნილ კან­დი­დატ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა წარ­მდგენ­მა სუ­ბი­ექ­ტმა აი­ღოს, პარ­ლა­მენ­ტმა კი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოს.

- ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მოწ­მდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად, ხომ არ იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- არა, ეს წე­სი დად­გე­ნი­ლი­ა. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც იღებს დაშ­ვე­ბას სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­აჩ­ნდეს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა­ა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მეც გა­ვი­ა­რე. ეს პრე­ვენ­ციაა იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არა­კე­თილ­სინ­დი­სიერ ხელ­ში არ აღ­­მოჩ­ნდეს.

ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე: - რო­ცა საქ­მე სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას ეხე­ბა, ყვე­ლას ნდო­ბა გარ­კვე­ულ რისკს შე­ი­ცავს. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში ეუბ­ნე­ბი­ან უარს პირს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ებას­თან დაშ­ვე­ბა­ზე - კერ­ძოდ, თუ "ის იყო ისე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­ერ აკ­რძა­ლუ­ლი­ა, თუ კა­ნო­ნით აკ­რძა­ლულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, ან თუ გა­მოვ­ლინ­და მის­თვის გან­დო­ბი­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტი" და ა.შ. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამ კა­ნო­ნით, რი­გი ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი არ უნ­და იყოს, მის­თვის მა­ინც ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი­ა, ამი­ტომ უნ­და გა­და­ი­ხე­დოს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის, დო­კუ­მენ­ტე­ბის ნუს­ხა, რაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს.

- კა­ნო­ნი გან­საზღ­ვრავს, თავ­დაც­ვის, ეკო­ნო­მი­კის, დაზ­ვერ­ვი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა; ამ­ჟა­მად რო­მელ სფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა?

- შსს-ში ოპე­რა­ტი­ულ­-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი უნ­და იყოს, ეს სფე­რო ყველ­გან და­ხუ­რუ­ლი­ა, თუმ­ცა, ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნ­და იყოს ნდო­ბის ჯგუ­ფის­თვის და იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის­თვის, რო­მელ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კეთ; ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში ნაკ­ლე­ბად მე­გუ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ვი­ცი, არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.­ ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ი­დუმ­ლო მა­ინც თავ­დაც­ვის სფე­რო­ში უნ­და გვქონ­დეს, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რე­ა­ლუ­რად უნ­და დად­გინ­დეს ქვეყ­ნის ში­და და გა­რე საფ­რთხე­ე­ბი და მათ­თან ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მარ­თლაც უნ­და გა­სა­ი­დუმ­ლოვდეს, ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს უწყ­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რამ­დე­ნად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას; თვი­თონ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც აქვს სა­ფე­ხუ­რე­ბი: "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის", "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო", "სა­ი­დუმ­ლო", "შეზღ­უ­დუ­ლი სარ­გებ­ლო­ბის­თვის".

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია