ევაკუაცია თბილისის N46 საბავშვო ბაღში

ევაკუაცია თბილისის N46 საბავშვო ბაღში

თბილისის N46 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია განხორციელდა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გაზის მილს ხე დაეცა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცოტნე დადიანის N34-ში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა, რომელიც გაზის მილს დაეცა. საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე დიდი რაოდენობით გაზი იფრქვევა. შემთხვევის ადგილზე "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს ელოდებიან, რომლებიც მილს გადაკეტავენ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე N46 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ