თბილისში 15 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

თბილისში 15 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ექსპლუატაციის დეპარტამენტის ბრიგადამ ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, ისინი დაზიანებულ მილს შეაკეთებენ, რის შემდეგადაც ბუნებრივი აირის გაშვება მოხდება.

ამასთან, როგორც ცნობილია, გაზის გადაკეტვის შედეგად თბილისის დაახლოებით 10-15 ათას აბონენტს გაზმომარაგება შეეზღუდა.

"ყაზტრანსგაზის" საავარიო-სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის, ლევან გოგუას განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის მიწოდება დღის მეორე ნახევარში აღუდგებათ.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 34 ნომერში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რამაც ბუნებრივი აირის მილი დააზიანა, შედეგად ადგილზე დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი იფრქვევოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო სკოლა "ოაზისისა" და 46-ე საბავშვო ბაღის ევაკუაცია განხორციელდა.

ცოტნე დადიანის 34 ნომერში დაზიანებული მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია