მთას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ქართველი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა

მთას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ქართველი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა

იმ წლებ­ში, რო­დე­საც მთა­ში ას­ვ­ლა მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო, არ­სე­ბობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­თე­რა­კებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბას არ ერი­დე­ბოდ­ნენ და მთის სიყ­ვა­რულს ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ­დ­ნენ. ასე­თე­ბი მხო­ლოდ თი­თო-ორო­ლა იყ­ვ­ნენ: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, მა­რი­ნა ურ­თ­მე­ლი­ძე, ლუ­ი­ზა ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი... ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთ­თან ალ­პი­ნიზ­მი აკავ­ში­რებ­დათ...

76 წლის ლუ­ი­ზა ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ში ყოფ­ნი­სას გა­მო­ი­ა­რა. ის მთა­ში ყოფ­ნის ყვე­ლა დღეს ბედ­ნი­ე­რად იგო­ნებს:

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. პლე­ხა­ნოვ­ზე (ახ­ლან­დე­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი) ვცხოვ­რობ­დით. საკ­მა­ოდ მძი­მე ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და: მა­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში წა­იყ­ვა­ნეს და უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გა. დე­და კი, სა­მი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლის ამა­რა დარ­ჩა. მე 4 წლის ვი­ყა­ვი, ჩე­მი დე­ბი - 3 და 1 წლი­სა­ნი... დე­და პე­და­გო­გი იყო. შვი­ლე­ბის­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი დე­და იყო და თუ რა­ი­მე კარ­გია ჩემ­ში, ყვე­ლა­ფერს მას ვუ­მად­ლი... სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ჩე­მი სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მთის სიყ­ვა­რუ­ლით ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს "მო­ვი­წამ­ლე". "მწვერ­ვალ­თა დამ­პყ­რობ­ნი" - ეს იყო ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ფილ­მ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქა­ლის - ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძი­სა და მი­სი ძმე­ბის ცხოვ­რე­ბა იყო ასა­ხუ­ლი. კი­ნო­ფილ­მი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, თა­ვის ძმებ­თან ერ­თად, უშ­ბა­ზე ადი­ო­და. კლდე­ზე ას­ვ­ლი­სას ისე­თი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეხ­ვ­დათ, უკან უნ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ შე­საძ­ლო იყო, მე­ო­რე დღეს იმ ნიშ­ნუ­ლამ­დე ვე­ღარც ასუ­ლიყ­ვ­ნენ. გა­დაწყ­ვი­ტეს, ალექ­სან­დ­რა თო­კე­ბით კლდე­ზე "მი­ეკ­რათ", სა­დაც მთე­ლი ღა­მე გა­ა­თე­ნა. მე­ო­რე დღეს კი ძმე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, აბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და გზა უშ­ბის­კენ გა­ეგ­რ­ძ­ლე­ბი­ნათ. იმ ფილ­მ­ში ალექ­სან­დ­რას როლს ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი თა­მა­შობს... ერ­თხე­ლაც გა­ვი­გე, რომ ხდის ხე­ო­ბა­ში, სტუ­დენ­ტუ­რი ალ­პი­ნი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და და წა­ვე­დი. 150-მდე სტუ­დენ­ტი­დან მწვერ­ვალ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ავი­და.

- მათ შო­რის - თქვენც?

- დი­ახ... ერთ-ერ­თი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნის, დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის ბა­ბუა, ასე­ვე დი­მიტ­რი ობო­ლა­ძე იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და მთამ­ს­ვ­ლე­ლი. ჩემს ჯგუფს სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ნო­დარ კან­კა­ვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. იქი­დან ჩა­მო­სულს სიმ­ბო­ლუ­რად, პა­ტა­რა წე­რა­ყი­ნი მა­ჩუ­ქეს, სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რით. იმ ნივთს დღემ­დე სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ნა­ხავ... მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ვე­რა­ფე­რი შე­მა­ჩე­რებ­და. მთის სიყ­ვა­რუ­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად, უცებ გიჯ­დე­ბა სის­ხ­ლ­ში... შემ­დეგ და­იწყო სპორ­ტუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად რთულ­დე­ბო­და. მა­შინ მთა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა ქა­ლი და­დი­ო­და. უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, შემ­დეგ - მა­რი­ნა ურ­თ­მე­ლი­ძე, მე­რე კი იღ­ბალ­მა მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქა­ლის სტა­ტუ­სი მეც მარ­გუ­ნა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ლუ­ი­ზა, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბამ მთა­ში ას­ვ­ლი­სა და იქ დარ­ჩე­ნის სიძ­ნე­ლე­ე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქა. კა­რა­ვიც უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლია... მა­შინ იქ ყოფ­ნა, მით უმე­ტეს - ზამ­თარ­ში არ გი­ჭირ­დათ?

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი ყვე­ლას უჭირს, მა­მა­კა­ცებ­საც კი. რად­გან ქალს უფ­რო ნა­ზი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს, მთის მკაც­რი პი­რო­ბე­ბი მის­თ­ვის უფ­რო ძნე­ლი ასა­ტა­ნია, თუმ­ცა ის, რომ ჩე­მი მე­გო­ბა­რი მთამ­ს­ვ­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჩემს წაყ­ვა­ნა­ზე უარს არას­დ­როს ამ­ბობ­დ­ნენ, დიდ სტი­მულს მაძ­ლევ­და... სირ­თუ­ლე მხო­ლოდ მო­უწყო­ბელ კა­რავ­ში რო­დი იყო: ერ­თი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ორ კი­ლომ­დე იწო­ნი­და. სა­ი­ე­რი­შო კოს­ტი­უ­მებ­ში, რო­მელ­საც "შტურ­მოვ­კას" ვე­ძახ­დით, თოვ­ლი და ქა­რიც ატან­და; ბამ­ბის სა­ძი­ლე ტომ­რებ­ში გვე­ძი­ნა, რაც პირ­და­პირ ყი­ნულ­ზე ძილს უტოლ­დე­ბა. კა­რა­ვი, ბი­ჯებ­ზე გვქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი და უამინ­დო­ბი­სას, ერთს რომ და­ი­ქუ­ხებ­და, იშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ უკე­თე­სი არც გვქონ­და ნა­ნა­ხი და ამი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვით... იმ თით­ქ­მის გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­ოც­რად ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. რა­საც მთა­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვხე­დავ­დი, იმას ქა­ლაქ­ში ვე­რას­დ­როს ვგრძნობ­დი. 10 წე­ლი ვი­ა­რე მთა­ში და სი­ა­მა­ყით ვიტყ­ვი, - არ მახ­სოვს, რო­მე­ლი­მე ალ­პი­ნისტს ჩემ­თ­ვის გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვა ეკად­რე­ბი­ნოს. გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ჩაც­ვივ­დე­ბო­დნენ, მეტყოდ­ნენ, - ლუ­ი­ზა, ყუ­რე­ბი და­ი­ცე, შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დი სიტყ­ვა წა­მომ­ც­დე­სო... მუდ­მი­ვად მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი, რად­გან ქა­ლე­ბი თით­ქ­მის არ და­დი­ო­დნენ. მა­შინ სხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მენ­ტა­ლო­ბა იყო: ქალს რა უნ­და მთა­ში, მით უმე­ტეს - კარ­ვი­თო, ამ­ბობ­დ­ნენ... მე კი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მთამ ამ­დე­ნი ძმა და მე­გო­ბა­რი მა­ჩუ­ქა. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ ის სუფ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაგ­ვ­ყ­ვა და უამ­რავ სირ­თუ­ლეს გა­უძ­ლო...

- დე­და რო­გორ ეგუ­ე­ბო­და თქვენს სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბას?

- ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს: ხში­რად ვატყუ­ებ­დი დე­დას, - ლე­ნინ­გ­რად­ში (ახ­ლან­დე­ლი სანქტ-პე­ტერ­ბურ­გი) პრაქ­ტი­კა­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. პრაქ­ტი­კას დრო­ზე ად­რე ვამ­თავ­რებ­დი და მთა­ში გავ­რ­ბო­დი. ერ­თხელ ზუგ­დიდ­ში დავ­ტო­ვე ჩე­მი ბარ­გი. მა­შინ სვა­ნეთ­ში ასას­ვ­ლე­ლი გზა თით­ქ­მის არ იყო. მან­ქა­ნე­ბი მხო­ლოდ კან­ტი­კუნ­ტად და­დი­ოდ­ნენ, არა­და, ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი ბა­ნა­კი უშ­ბა­ზე აპი­რებ­და ას­ვ­ლას... ზუგ­დიდ­ში ვი­პო­ვე სვა­ნეთ­ში მი­მა­ვა­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც პუ­რის ფქვი­ლის ტომ­რე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი და იმას გავ­ყე­ვი. მა­შინ ზუგ­დი­დი­დან სვა­ნე­თამ­დე მგზავ­რო­ბას 12 სა­ა­თი სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ დროს ვინ და­ე­ძებ­და?! ისე მე­ნატ­რე­ბო­და მთა!.. მძღოლს ვთხო­ვე, ბე­ჩო­ში უნ­და ავი­დე, მე­ლო­დე­ბი­ან-მეთ­ქი და ფქვი­ლი­ან ტომ­რებ­ზე მოვ­კა­ლათ­დი. სვა­ნი მძღო­ლე­ბი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მით უმე­ტეს, მთამ­ს­ვ­ლე­ლე­ბის მი­მართ: - კი, შვი­ლო, და­ჯე­ქიო, - მითხ­რა... ღა­მის 10 სა­ათ­ზე სვა­ნეთ­ში ვი­ყა­ვით. ჩე­მი ბა­ნა­კის­კენ მარ­ტო გა­ვუ­ყე­ვი გზას. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი კა­ცი წა­მო­მე­წია. გა­უკ­ვირ­და: - სად მი­დი­ხა­რო? რო­დე­საც გა­ი­გო, მთამ­ს­ვ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ბა­ნაკ­ში მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, ჩა­მოხ­ტა, ცხენ­ზე შემ­ს­ვა და თა­ვად ფე­ხით გა­მიძღ­ვა... უშ­გუ­ლის ძირ­ში, სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ქა­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და ალ­პი­ნის­ტე­ბის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი - მაკ­რი­ნე ცხოვ­რობ­და. ვი­საც კი ოდეს­მე მთის­კენ უქ­ნია პი­რი, ყვე­ლა იც­ნობ­და და ისიც ყვე­ლას დე­და­სა­ვით ეპყ­რო­ბო­და... ამ კაც­მა მაკ­რი­ნეს­თან მი­მიყ­ვა­ნა, - იმ­ხე­ლა გზა გა­მო­ი­ა­რა, უკ­ვე გმი­რიაო... რო­დე­საც ექ­ს­პე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა ფქვი­ლის­გან გა­თეთ­რე­ბუ­ლი და­მი­ნა­ხეს, - ფუი, ეშ­მაკ­სო! - შეს­ძა­ხეს... უშ­ბი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დით, ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხ­ვა გა­ზეთ­ში და­ი­წე­რა და ყველ­გან აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ ამ­დენ მთამ­ს­ვ­ლელ მა­მა­კაცს შო­რის, ერ­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი... რო­გორც კი ეს სტა­ტი­ე­ბი ვნა­ხე, - და­ვი­ღუ­პე-მეთ­ქი, გა­მი­ელ­ვა თავ­ში. გავ­ვარ­დი მეს­ტი­ა­ში და ტე­ლე­ფო­ნით დე­და­ჩემს და­ვუ­რე­კე. დე­დამ მითხ­რა, გა­ზეთ­ში წა­ვი­კითხე, რომ ცოცხა­ლი ხარ, მაგ­რამ სვა­ნეთ­ში რა გინ­და, ლე­ნინ­გ­რად­ში არ უნ­და იყოო?..

- გი­საყ­ვე­დუ­რათ?

- ნერ­ვი­უ­ლობ­და და ვე­ცო­დე­ბო­დი... კი­დევ ერთ ამ­ბავს მინ­და მო­გიყ­ვეთ: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძემ მითხ­რა, - 20 წლის წინ ქალ­თა ექ­ს­პე­დი­ცია სომ­ხეთ­ში, არა­გა­ცის მთა­ზე ავე­დით და ახ­ლა ამ გზის გა­მე­ო­რე­ბა გვინ­და, შენ უნ­და გაჰ­ყ­ვეო... ექ­ს­პე­დი­ცი­ის წევ­რებს შო­რის იყო პო­ეტ მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის მე­უღ­ლე, ლე­ნა... ზამ­თა­რი იყო. რა თქმა უნ­და, მთა­ში დი­დი თოვ­ლი იყო. "პირ­ველ­ყო­ფი­ლი თხი­ლა­მუ­რე­ბი" გვეც­ვა... ზოგიერთ ქალს ისე გა­უ­ჭირ­და, რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ავე­დით თუ არა, მთხო­ვეს, - დაგ­ვ­ტო­ვე და აქე­თო­ბი­სას გა­მოგ­ყ­ვე­ბი­თო. - რას ამ­ბობთ, სა­ნამ ჩვენ ჩა­მო­ვალთ, გა­ი­ყი­ნე­ბით-მეთ­ქი... მთა­ში ას­ვ­ლა სხვა არის და ჯგუფ­თან ერ­თად ას­ვ­ლა სულ სხვა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა; მე თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე ვი­ყა­ვი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. რო­გორც იქ­ნა, მშვი­დო­ბით ჩა­მო­ვე­დით... იმ დღე­ებ­ში ერე­ვან­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და და ჩვენც დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს. კონ­ცერ­ტი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს მიჰ­ყავ­და და თბი­ლის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პი­რი ტრან­ს­ლა­ცია ხდე­ბო­და. შევ­ნიშ­ნე, რომ ტე­ლე­კა­მე­რა პირ­და­პირ ჩვენ­კენ იყო მო­მარ­თუ­ლი. წამ­ყ­ვან­მა გა­მო­აცხა­და, - კონ­ცერ­ტ­ზე სტუმ­რად თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან, რაც ჩვენ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვიაო... არა­და, დე­და­ჩემს ბა­თუმ­ში მივ­ლი­ნე­ბით წა­სუ­ლი ვე­გო­ნე. არც მახ­სოვს, რო­გორ გავ­ვარ­დი სა­ტე­ლე­ფო­ნო პუნ­ქ­ტ­ში და სახ­ლ­ში დავ­რე­კე. დე­და გა­და­ი­რია, - ამ­ხე­ლა თოვ­ლ­ში არა­გაც­ზე რამ აგიყ­ვა­ნაო?.. თუმ­ცა, რო­დე­საც მი­შა ხერ­გი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, გას­ვე­ნე­ბა­ში დე­დაც წა­ვიყ­ვა­ნე და ულა­მა­ზეს უშ­ბას რომ მოჰ­კ­რა თვა­ლი, თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - ეჰ, ნე­ტავ ახალ­გაზ­რ­და ვი­ყოო!.. მე­რე კი ღი­მი­ლით მითხ­რა, - თურ­მე რამ­ხე­ლა შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი, მთა­ში სი­ა­რულს რომ გიშ­ლი­დიო... ჩემ მი­მართ მთამ­ს­ვ­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც რომ ნა­ხა, სა­ბო­ლო­ოდ მო­ულ­ბა გუ­ლი, - თურ­მე რა კარ­გი ხალ­ხი ყო­ფი­ლა­ნო...

- იმ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ იყო სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­ში მო­მენ­ტე­ბიც...

- რა თქმა უნ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით, მე, ძმე­ბი ბაქ­რა­ძე­ე­ბი და ლე­ვან ჯა­ფა­რი­ძე შხა­რა­ზე ვი­ყა­ვით ასუ­ლი. იქი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, გზად თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი­ვით გზა შეგ­ვ­ხ­ვ­და. რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში ბი­ლი­კი მთავ­რ­დე­ბო­და და მწვა­ნე ბა­ლა­ხი იწყე­ბო­და. თით­ქოს უკ­ვე სამ­შ­ვი­დო­ბოს ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, დაბ­ლა გაშ­ლი­ლი ბა­ნა­კიც ჩან­და, მაგ­რამ რო­გორც კი თოვ­ლის ბი­ლიკ­ზე დავ­დ­გი ფე­ხი, მოვ­ცურ­დი და დაბ­ლა სრი­ა­ლით დავ­ქან­დი... თურ­მე თოვ­ლის ქვეშ ყი­ნუ­ლი ყო­ფი­ლა... ჩემ წინ ლე­ვან ჯა­ფა­რი­ძე იდ­გა. მოტ­რი­ალ­და და ორი­ვე ხე­ლით და­მი­ჭი­რა. რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ორი­ვემ ჰა­ერ­ში ვიფ­რი­ნეთ... შემ­დეგ, ლე­ვა­ნის წყა­ლო­ბით, რა­ღაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, ნა­პირ­ზე აღ­მარ­თულ ლოდს წა­მო­ვე­დეთ და აქეთ-იქით ხურ­ჯი­ნი­ვით გა­და­ვე­კი­დეთ. გონს რომ მო­ვე­დი, იქა­უ­რო­ბა სის­ხ­ლით იყო შე­ღე­ბი­ლი: ლე­ვა­ნის­თ­ვის ყი­ნუ­ლის ბასრ პირს მა­ჯა გა­და­უ­სე­რავს თურ­მე. მან გა­და­მარ­ჩი­ნა, თო­რემ დაბ­ლა უფ­ს­კ­რუ­ლი იყო და იქამ­დე სუ­ლი არ დამ­ყ­ვე­ბო­და... იმ ღა­მეს ბა­ნაკ­ში ვერ დავ­ბ­რუნ­დით. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი ვი­პო­ვეთ და ოთხი­ვე მას შე­ვე­ფა­რეთ... ლე­ვანს მთე­ლი ღა­მე სის­ხ­ლი სდი­ო­და, მაგ­რამ ხე­დავ­და, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ცოცხალ-მკვდა­რი ვი­ყა­ვი და რომ და­ვეწყ­ნა­რე­ბი­ნე, მღე­რო­და... კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ იმ ღა­მეს მის მი­ერ ნამ­ღე­რი "ყვა­ო­და ნუ­ში", დღემ­დე ყუ­რებ­ში მიდ­გას... ადა­მი­ა­ნე­ბი მთა­ში იღუ­პე­ბი­ან კი­დეც და მთის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ამას "და­კარ­გ­ვას" ვე­ძა­ხით, მაგ­რამ მე იმ დღეს "მთა­ში ნა­პოვ­ნი სი­ცოცხ­ლე" და­ვარ­ქ­ვი, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლა­მის სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ფა­სად მა­ჩუ­ქა...

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი ოჯა­ხის შექ­მ­ნის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რ­ძეთ?

- ოჯა­ხი გვი­ან შევ­ქ­მე­ნი და მა­ნამ­დეც, სამ­სა­ხუ­რი­სა და მო­უც­ლე­ლო­ბის გა­მო, მთა­ში აქ­ტი­უ­რად სი­ა­რულს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი... ჩე­მი მე­უღ­ლე - სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­ზორ ხო­მე­რი­კი უდი­დეს პა­ტივს სცემ­და ჩემს გა­ტა­ცე­ბას. სა­ოც­რად გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ოჯა­ხი უკ­ვე მთა­ში აქ­ტი­უ­რად სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. ერ­თხელ წა­ვე­დით ერ­თად სვა­ნეთ­ში. ან­ზორ­მა ალ­პი­ნიზ­მ­ზე ვრცე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა... მე წა­მოს­ვ­ლამ მო­მი­წია, მას სა­მუ­შაო ჰქონ­და და დარ­ჩა. იქიდან გა­ო­ცე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, - ყვე­ლა ოჯახ­ში შენ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ! ცო­ტა ად­რე რომ გა­მე­ცა­ნი, მეც ალ­პი­ნის­ტი გავ­ხ­დე­ბო­დიო... ტრა­ბა­ხით არ ვამ­ბობ, მაგ­რამ მარ­თ­ლაც, მთა­ზე უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მა­მა­კა­ცე­ბის სიძ­ნე­ლეს ვი­ზი­ა­რებ­დი. მი­შა ხერ­გი­ან­მა უშ­ბა­ზე 45-კა­ცი­ა­ნი ექ­ს­პე­დი­ცია რომ მო­აწყო, მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი.

- ბო­ლო დროს ახალ­გაზ­რ­დე­ბი - რო­გორც ბი­ჭე­ბი, ისე გო­გო­ნე­ბი - მთის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ... ამა­ზე რას იტყ­ვით?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მა­შინ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­ვი­დო­და წლე­ბი და ამას ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­ა­კე­თებ­დ­ნენ... ახ­ლა­ხან ჩე­მი 14 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ავიყ­ვა­ნე სვა­ნეთ­ში და გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და იმ სი­ლა­მა­ზეს. აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, ყვე­ლამ სპორ­ტ­ს­მე­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღოს. უბ­რა­ლოდ, მთა სხვა­ნა­ი­რად ზრდის ადა­მი­ანს, სხვა ურ­თი­ერ­თო­ბებს აზი­ა­რებს და სხვა­ნა­ირ ფსი­ქო­ლო­გი­ას უყა­ლი­ბებს, რად­გან ბრძო­ლა გჭირ­დე­ბა... ყო­ვე­ლი მეტ­რის ას­ვ­ლა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაა. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე კი ხი­ფა­თია და შე­იძ­ლე­ბა, გვერ­დით მყო­ფის დაც­ვა სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ფა­სად და­გიჯ­დეს. გამ­ბე­და­ო­ბა გაქვს თუ არა, ეს მთა­ში ყოფ­ნის დროს ირ­კ­ვე­ვა... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც აქვთ მთის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. ახალ­გაზ­რ­დებ­მა ერ­თხელ მა­ინც უნ­და ნა­ხონ მა­თი ქვეყ­ნის მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი, რა­თა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა ის­წავ­ლონ.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია