აქცია ეტლებით თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

აქცია ეტლებით თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

ქარიანი ამინდისა და სიცივის მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ყოველწლიურად მართავს აქცია-მსვლელობას შშმ პირების უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით. 3 დეკემბერი შშმ პირების საერთაშორისო დღეა:

"საზოგადოებასა და მთავრობას კიდეც ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის თაანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა ხდებოდეს. ჩვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ და თუ ამბიცია არ გვექნება, სხვანაირად ცვლილებებს ვერ მოვახდენთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საერთაშორისო კორპუსთან დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მოგვცა, რომ მალე კონვენციისა და მისი ფაკულტატურული ოქმის რატიფიცირება მოხდება. ახლა გვაქვს ძალიან კარგი შანსი და მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, არ გვექნება უფლება, რომ საზოგადოების ნაწილი ვიყოთ - მეუბნება კოალიციის პროგრამების მენეჯერი რატი იონათამიშვილი.

რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებმა რადისონის მოპირდაპირე ტრასა ტრანსფარანტებით ხელში გადაკვეთეს და რუსთაველზე გამოფენასთან გადაინაცვლეს. გამვლელები გაოცებას ვერ მალავენ და ჟურნალისტებს ეტლით მოსიარულეთა და უსინათლოთა შეკრების მიზეზს გვეკითხებიან...

იქვე ახლოს ქარისგან შეციებული უსინათლოები დგანან. ამბობენ, რომ კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას სთხოვენ საკრებულოს და დაპირების შესრულების იმედიც აქვთ...

უამინდობისა გამო აქცია მალე დაიშალა. გაჩერებასთან ტრანსპორტის მომლოდინე ეტლში მჯდარი ახალგზრდა შევნიშნე. მაიასთვის ერთადერთი მოსახერხებელი ტრანსპორტი ტაქსია, მაგრამ კარგად უნდა შეარჩიოს, მთავარია ეტლი საბარგულში კარგად მოთავსდეს. მაია მეუბნება, რომ სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში ტაქსით გადაადგილებისთვის დღეში საშუალოდ 20 ლარი სჭირდება...

საბარგულიანი ტაქსის ლოდინში ათი წუთი გადის. მძღოლი გულისხმიერი აღმოჩნდა - საგულდაგულოდ კეცავს ეტლს, საბარგულში ათავსებს და მაიას დაჯდომაში ეხმარება.

კოალიციის დანარჩენი წევრები პარლამენტში დავით უსუფაშვილთან შესახვედრად მიდიან.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა