ვადაგასული პროდუქტი თბილისის სუპერმარკეტში

ვადაგასული პროდუქტი თბილისის სუპერმარკეტში

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა დიდ დიღომში მდებარე შპს "555"-ის მარკეტში სხვადასხვა სახეობის ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულია ასაწონი ნახევარფაბრიკატები, ფენოვანი ხაჭაპური, ცომი "ფენოვანი", ნახევრადშებოლილი ძეხვის ბატონები, მდნარი ყველი, გაყინული ქათამი, ქათმის ფილე, რძის პროდუქტები, შედედებული რძე, თევზის კონსერვები, პაშტეტი, ლეჩო, აჯიკა, ტომატი, სხვადასხვა დასახელების ყავა (ნალექიანი და უნალექო), ერთჯერადი ჩაი და ყავა, კანფეტები, კაკაო.

სურსათის უმრავლესობას ვარგისიანობის ვადა 2012 წელს ჰქონდა გასული.

აღნიშნული პროდუქცია დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია