ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს

საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა.

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შემდეგ. ჩვენ ცოტათი კიდევ დავუახლოვდით იმ დაპირების რეალიზებას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას უკავშირდება. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მტკიცე და ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის პროგრამაზეა დაფუძნებული", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების საკითხში და საქართველო არის ერთ-ერთი უმთავრესი კონტრიბუტორი ქვეყანა ავღანეთის მისიაში.

"თქვენ პირობა დადეთ, რომ ავღანურ ძალებს მხარს დაუჭერთ 2014 წლის შემდეგაც. თქვენ ასევე ჩართული ხართ ჩვენს პროგრამაში, რომლის მიზანია ავღანური ძალების მომზადება, მათთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა. საქართველომ ასევე გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.

თქვენ ასევე ბევრი რამ გააკეთეთ შიდა დონეზე. შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა თავდაცვის სექტორში. გაცილებით მყარია დემოკრატია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარებული თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. კიდევ რჩება გასაკეთებელი სამუშაო, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს. ალიანსი მტკიცეა თავის მზაობაში მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა რასმუსენმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა