9 დეკემბერს მთელ საქართველოში მოთოვს

9 დეკემბერს მთელ საქართველოში მოთოვს

9 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით მოთოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 8 დეკემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ღამის საათებში ყინვას პროგნოზირებენ.

ტემპერატურა დღეს დასავლეთ საქართველოში +12 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში + 6, თბილისში კი +6 +7 გრადუსი სითბო იქნება.

8 დეკემბრიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, 8 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი, წვიმის, თოვლ-ჭყაპისა და თოვლის სახით. 9 დეკემბერს კი მთელ საქართველოში თოვლს ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია