საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევები მოიმატებს

საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევები მოიმატებს

დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევები მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას უკვე დაფიქსირდა რესპირატორული ვირუსების დაავადების შემთხვევები თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. განსაკუთრებით დაავადებულები იყვნენ 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის რესპირატორული ინფექციებით დაავადების შემთხვევები შედარებით უკვე შემცირდა, თუმცა შემდგომ პერიოდში, იგი არ გამორიცხავს, რომ კვლავ მოიმატოს.

რაც შეეხება, გრიპის ვირუსის მატებას, იგი დაფიქსირდება უფრო დეკემბრის ბოლოდან და იანვრისთვის შესაძლოა ჩაცხრეს. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, კერძოდ, BH1N1 და H3N2 ვირუსები.

იმნაძემ აღნიშნა, რომ წელსაც საქართველოში ამ ვირუსების ცირკულაცია მოხდება. მან მშობლებს მიმართა, რომ თუკი ბავშვს თუნდაც ერთი დღით 38 გრადუსი ტემპერტურა ექნება, ექიმს მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ საჭირო გახდება მოზარდის სტაციონარში გადაყვანა და უფრო მეტი სამედიცინო ჩარევების განხორციელება.

ამასთან, იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას ხშირად დაიბანონ ხელი და ნაკლებად იყვნენ დაავადებულ პირთან კონტაქტში, მის სიახლოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია