რო­გორ ვიგ­რ­ძ­ნოთ გა­ზით მო­წამ­ვ­ლა

 რო­გორ ვიგ­რ­ძ­ნოთ გა­ზით მო­წამ­ვ­ლა

ზამ­თ­რი­სა და გათ­ბო­ბის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად გა­ზით მო­წამ­ვ­ლის ფაქ­ტებ­მა იმა­ტა, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში. რო­გორ უნ­და ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფ­რ­თხე? -ამ სა­კითხ­ზე ექი­მი-ტოქ­სი­კო­ლო­გი, წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სო­სო კუ­ტუ­ბი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, მავ­ნე აირი, ნახ­შირ­ჟან­გი ცო უსუ­ნო და უფე­როა, ადა­მი­ა­ნი აშ­კა­რა საფ­რ­თხეს ვერ გრძნობს და ამი­ტო­მაც ხდე­ბა ამ­დე­ნი ტრა­გე­დია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მათ­ბო­ბე­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ ყუ­რად­სა­ღე­ბია სხვა ფაქ­ტო­რე­ბი -ეს გა­ზი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში შეღ­წე­ვი­სას უკავ­შირ­დე­ბა ჰე­მოგ­ლო­ბინს და წარ­მოქ­მ­ნის კარ­ბოქ­სილ­ჰე­მოგ­ლო­ბინს, რო­მე­ლიც უფ­რო მყა­რია, ვიდ­რე ჟან­გ­ბა­დი­სა და ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ნა­ერ­თი და მი­სი ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნა ძალ­ზე ძნე­ლია, რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა. ის თან­და­თან გროვ­დე­ბა და ორ­გა­ნიზ­მ­ში ჟან­გ­ბა­დი ვე­ღარ აღ­წევს, ჟან­გ­ბადს ვე­ღარ ით­ვი­სებს.

- რო­გორ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს ადა­მი­ან­მა, რომ იწამ­ლე­ბა, რა სიმ­პ­ტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ამ პრო­ცესს?

- მო­წამ­ვ­ლის სიმ­პ­ტო­მე­ბია: თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა, კან­კა­ლი, სი­სუს­ტე, შემ­დეგ კი ძი­ლი­ა­ნო­ბა. იმის გა­მო, რომ აირს სუ­ნი არა აქვს, ადა­მი­ა­ნი ვერ ხვდე­ბა დის­კომ­ფორ­ტის მი­ზეზს და ჰგო­ნია, რომ წნე­ვა აქვს, ან ვი­რუ­სი შეხ­ვ­და, ნელ-ნე­ლა ძილ­ბუ­რან­ში იძი­რე­ბა. თუ co-ს კონ­ცენ­ტ­რა­ცია მა­ღა­ლია, ადა­მი­ა­ნი მა­ლე კვდე­ბა, თუ და­ბა­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ.

- რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ამ გა­ზის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი?

- არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა ინ­დი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც ოთახ­ში მხუ­თა­ვი აირის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გან­გა­შის სიგ­ნალს იძ­ლე­ვა.

- გა­ზით მო­წამ­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვებ­მა ხომ არ იმა­ტა?

- ზამ­თ­რის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან, აცი­ვე­ბას­თან ერ­თად უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი მა­ტუ­ლობს. რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ და ამ დღე­ებ­ში გა­ზით მო­წამ­ლუ­ლი არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე შე­მო­იყ­ვა­ნეს. ახ­ლა­ხან ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი აირით ორი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი მო­ი­წამ­ლა. ასე რომ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მე­ტი სიფ­რ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია