სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბა ქარ­თუ­ლად - "კურ­დღ­ლის­ტუ­ჩი­ან ბავ­შ­ვებ­ზე უცხო­ე­ლე­ბი უარს არ ამ­ბო­ბენ"

სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბა ქარ­თუ­ლად - "კურ­დღ­ლის­ტუ­ჩი­ან ბავ­შ­ვებ­ზე უცხო­ე­ლე­ბი უარს არ ამ­ბო­ბენ"

დღეს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში უამ­რა­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბი­ნა­და­რია, რო­მელ­თა გაშ­ვი­ლე­ბას კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რე­ეს­ტ­რ­ში აღ­რიცხ­ვა­ზე მყო­ფი გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებს მშვი­ლებ­ლე­ბის მოთხოვ­ნებს, ის და­კარ­გულ ოჯა­ხურ კე­რას და მშობ­ლე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბას ეზი­ა­რე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ გა­სულ წლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­თა კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი უცხო­ეთ­ში გაჰ­ყავ­დათ, ად­გი­ლობ­რი­ვი ოჯა­ხე­ბი კი შვი­ლე­ბის გა­რე­შე რჩე­ბოდ­ნენ. კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შეს­ვ­ლის შემ­დეგ, ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვა უცხო­ელ მსურ­ვე­ლებს მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზონ, თუ მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ გა­მო­უჩ­ნ­და მშო­ბე­ლი. რო­გორ ხდე­ბა ბავ­შ­ვე­ბის უცხო­ეთ­ში გაშ­ვი­ლე­ბა, რა პრო­ცე­დუ­რე­ბია ამის­თ­ვის სა­ჭი­რო და რო­გორ ბავ­შ­ვებ­ზეა ძი­რი­თა­დად მოთხოვ­ნა, ამ სა­კითხებ­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კუპ­რე­იშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რა შემ­თხ­ვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი უცხო ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბა?

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში გაშ­ვი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ არ ხერ­ხ­დე­ბა ბავ­შ­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ან მი­სი შვი­ლად აყ­ვა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის მი­ერ. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს რე­ეს­ტ­რ­ში აღ­რიცხ­ვა­ზე მყო­ფი, ანუ გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც აღ­რიცხ­ვა­ზე აყ­ვა­ნი­დან 8 თვე­ში არ გაშ­ვილ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე. თუ არ­სე­ბობს ასე­თი ბავ­შ­ვი, მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბა.

- რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მშვი­ლე­ბე­ლი და რა პრო­ცე­დუ­რე­ბია ამის­თ­ვის გა­სავ­ლე­ლი?

- და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბის დღი­დან­ვე, უცხო­ე­ლი მშვი­ლე­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს იგი­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რაც დად­გე­ნი­ლია კა­ნო­ნით. რო­ცა მშვი­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ჯერ ვსწავ­ლობთ ვი­თა­რე­ბას და შემ­დეგ მო­აქვთ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, ისი­ნი კი პირ­და­პირ წარ­მო­ად­გე­ნენ მათ, რად­გან სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვე­ბი მათ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, გა­ნაცხა­დის შე­მო­ტა­ნის დღი­დან­ვე წარ­მო­ად­გი­ნონ ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია, ასე­ვე, მე­უღ­ლის თან­ხ­მო­ბა (თუ ერთ-ერთს აჰ­ყავს შვი­ლი), ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბა, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა, ცნო­ბა ნა­სა­მარ­თ­ლო­ბის შე­სა­ხებ და აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ ოჯახ­ში კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს მი­ერ. სა­ა­გენ­ტო 5 დღე­ში გა­ნი­ხი­ლავს წარ­მოდ­გე­ნილ სა­ბუ­თებს და მი­ი­ღე­ბა სათანადო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. თუ­კი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მშვი­ლებ­ლის­თ­ვის მი­სი შე­თა­ვა­ზე­ბა. სხვა­თა შო­რის, მა­თი მოთხოვ­ნე­ბი ყო­ველ­თ­ვის არ ემ­თხ­ვე­ვა რე­ეს­ტ­რ­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- მარ­თა­ლია, რომ უცხო­ე­ლე­ბი მეტ­წი­ლად უნარ­შეზღუ­დუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის აყ­ვა­ნით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან?

- მხო­ლოდ ასე­თი ბავ­შ­ვე­ბით არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუმ­ცა პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯან­მ­რ­თელ ბავშვს ენი­ჭე­ბა გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვის სტა­ტუ­სი, რო­გორც წე­სი, უფ­რო მა­ლე გაშ­ვილ­დე­ბა აქა­ურ მშვი­ლე­ბელ­ზე. მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, თუ ბავ­შ­ვი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გაშ­ვილ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბას, ასე­თე­ბი კი, ძი­რი­თა­დად, არი­ან უნარ­შეზღუ­დუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი. უცხო­ე­ლე­ბი უარს არ ამ­ბო­ბენ ისეთ ბავ­შ­ვებ­ზე, რო­მელ­თა გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, კურ­დღ­ლის­ტუ­ჩი­ა­ნია, რაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჯან­მ­რ­თელს ნიშ­ნავს. ნამ­დ­ვი­ლად არ არის მოთხოვ­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ უნარ­შეზღუ­დულ ბავ­შ­ვებ­ზე.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, საზღ­ვარ­გა­რეთ უნარ­შეზღუ­დუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლია დი­დი კომ­პენ­სა­ცია და ზო­გი­ერ­თი ამი­ტო­მა­ცაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის აყ­ვა­ნით.

- ამა­ზე ვე­რა­ფერს გეტყ­ვით... ამე­რი­კე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან, მათ იცი­ან ჩვე­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მოთხოვ­ნე­ბი და ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ ჯან­მ­რ­თე­ლი ბავ­შ­ვის შვი­ლად აყ­ვა­ნა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქის მი­ერ პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ჯან­მ­რ­თე­ლი ბავ­შ­ვი ად­გილ­ზე შვილ­დე­ბა.

- ვინ იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში გაშ­ვი­ლე­ბულ ბავ­შ­ვებ­ზე, თუ ინ­ტე­რეს­დე­ბა ვინ­მე, შე­ეგუა თუ არა ბავ­შ­ვი ახალ გა­რე­მოს, არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მი?

- მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ორ­გა­ნო, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მშვი­ლე­ბე­ლი ქვეყ­ნის ცენ­ტ­რა­ლური ორ­გა­ნოს­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ითხოვს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მო­წო­დე­ბას. ასე რომ, კონ­ტაქ­ტი არ წყდე­ბა.

2009 წელს ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი გაშ­ვილ­და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, 2010 წელს - იტა­ლი­ა­ში, 2011 წელს ასე­ვე ერ­თი - შვე­დეთ­ში, 6 გაშ­ვილ­და აშშ-ში - 2 ბავ­შ­ვი 2010 წელს და ოთხი - 2013 წელს. ბო­ლო ორი ბავ­შ­ვი სწო­რედ უნარ­შეზღუ­დუ­ლი იყო.

ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია