2013 წლის დანაშაულის სტატისტიკა: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

2013 წლის დანაშაულის სტატისტიკა: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6% -ია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით.

სამინისტროს ცნობით, 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წელს დაფიქსირდა 26628 დანაშაული, საიდანაც 15876 გახსნილია. გახსნის მაჩვენებელია 59,6%.

2012 წელს კი - მომხდარი დანაშაულის მაჩვენებელია 35120, აქედან გახსნილია - 6448, გახსნის მაჩვენებელია 18,4%.

დანაშაულმა წინა წელთან შედარებით, 8492-თ (24,2%) იკლო, დანაშაულის გახსნის მატება კი, 41,3%-თ დაფიქსირდა.

შსს აქვეყნებს თბილისის მონაცემებსაც, სადაც 2013 წელს 1251 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 625 - გახსნილია. (გახსნის მაჩვენებელი- 50%) გასულ წელს კი, თბილისში 1570 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 262 გაიხსნა ( 16,7%).

დანაშაულის კლება გასულ წელთან შედარებით 319-ია (20,3%). გახსნის მაჩვენებელმა კი 33.3%-ით იმატა.

რეგიონების მიხედვით, სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია: იმერეთი - რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 2013 წელს დაფიქსირდა 237 მომხდარი დანაშაული, საიდანაც 204 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 86,1%-ა. გასულ წელს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე 562 მომხდარი დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც შსს-ს ცნობით, 105 გაიხსნა. გახსნის მაჩვენებელი 18,7%-ა.

იმერეთი - რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე დანაშაულის კლება 325 დაფიქსირდა(57,8%), დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა კი 67,4%-ით იმატა.

ქვემო ქართლში 2013 წელს 198 დანაშაული მოხდა, საიდანაც 72 გახსნილია, ხოლო გახსნილის მაჩვენებელმა 36,4% შეადგინა. აღნიშნულ რეგიონში დანაშაულის რაოდენობამ 50,1%-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 2%-ით იმატა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2013 წელს 116 დანაშაული მოხდა, საიდანაც 89 გახსნილია. გახსნის მაჩვენებელმა ამ რეგიონში 76,7% შეადგინა. დანაშაულის კლებამ სამეგრელო-ზემო სვანეთში გასული წელთან შედარებით 59,6% შეადგინა, გახსნის მაჩვენებელმა კი 53%-ით იმატა.

კახეთში 2013 წელს 177 დანაშაული მოხდა, საიდანაც 158 გახსნილია. მთლიანობაში გახსნის მაჩვენებელმა 89,3% შეადგინა. კახეთში დანაშაულმა გასულ წელთან შედარებით 38,7%-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 2012 წელთან შედარებით 72%-ით იმატა.

აჭარაში 2013 წელს 198 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 131, გახსნის მაჩვენებელმა კი მთლიანობაში 66,2% შეადგინა. გასულ წელთან შედარებით დანაშაულის კლებამ 26,9% შეადგინა, გახსნის მაჩვენებელმა კი 63,6%-ით იმატა.

შიდა ქართლში წელს მომხდარი დანაშაულის რაოდენობამ 116 შეადგინა, რომლიდანაც 86 გახსნილია. გახსნის მაჩვენებელმა მთლიანობაში 74,1% შეადგინა. აღნიშნულ რეგიონში დანაშაულის რაოდენობამ 32,9%-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 58% შეადგინა.

მცხეთა-მთიანეთში 2013 წელს 60 დანაშაული მოხდა, საიდანაც 49 გახსნილია. გახსნის მაჩვენებელმა 81,7% შეადგინა. დანაშაულის რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით 25,9%-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 74,3%-ით იმატა.

სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს 78 დანაშაული მოხდა, საიდანაც 29 გახსნილია. დანაშაულის ოდენობამ აღნიშნულ რეგიონში 45,4%-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა 11,1%-ით იკლო.

გურიაში 2013 წელს 66 დანაშაული მოხდა, საიდანაც 33 გახსნილია. მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 10% იმატა, გახსნის მაჩვენებლის მატება კი 25%-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ