ღარიბაშვილმა ობამასგან მილოცვა მიიღო

ღარიბაშვილმა ობამასგან მილოცვა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მილოცვა მიიღო.

საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით , ობამას ოფიციალური მილოცვა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა გადასცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიქტორია ნულანდს შორის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში შედგა, სადაც დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსის გახსნის ცერემონია გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა