რა იცით სიმსივნის რისკფაქტორების შესახებ?

რა იცით სიმსივნის რისკფაქტორების შესახებ?

ად­რე ლე­ი­კე­მია არ იკურ­ნე­ბო­და, დღეს კი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად უკან იხევს და პა­ცი­ენ­ტის სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრ­თე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გვე­სა­უბ­რე­ბა მურ­მან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ბავ­შ­ვ­თა ონ­კო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ას­მათ შენ­გე­ლაია:

- მწვა­ვე ლე­ი­კე­მია სის­ხ­ლ­ბა­დი სის­ტე­მის ავ­თ­ვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა. ეს და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ბავ­შ­ვებ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მწვა­ვე ლე­ი­კე­მია ისე­ვე ხში­რია, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ანუ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ყო­ვე­ლი ასი ათა­სი ბავ­შ­ვი­დან ოთხი ბავ­შ­ვი ხდე­ბა ავად, თუმ­ცა გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით შემ­თხ­ვე­ვა­თა მა­ტე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა. ბავ­შ­ვ­თა ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი 1994 წელს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტ­რა­ლურ ბავ­შ­ვ­თა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და­არ­ს­და და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, აქ, 0-დან 18 წლამ­დე მწვა­ვე ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ, არის თუ არა დღე­ი­სათ­ვის ამ და­ა­ვა­დე­ბის მა­ტე­ბა. აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გაგ­ვიჩ­ნ­და ეჭ­ვი, რომ შე­საძ­ლოა, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი გაზ­რ­დი­ლი­ყო, რად­გან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის იარა­ღი, ასე­ვე გა­რე­მო­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო. ჩა­ვა­ტა­რეთ ანა­ლი­ზი და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ლე­ი­კე­მი­ის რა­ო­დე­ნო­ბამ არ მო­ი­მა­ტა.

- რო­გო­რია დღეს ამ და­ა­ვა­დე­ბის პროგ­ნო­ზი?

- ბავ­შ­ვ­თა ასაკ­ში მწვა­ვე ლე­ი­კე­მია 70%-ში გან­კურ­ნე­ბა­დია. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი ათი პა­ცი­ენ­ტი­დან შვი­დი სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბუ­ლი მი­დის შინ. და­ნარ­ჩენ სამ პა­ცი­ენ­ტ­თან ვერ ვი­ღებთ რე­მი­სი­ას ან სხვა­დას­ხ­ვა გარ­თუ­ლე­ბით იღუ­პე­ბიან. მაგ­რამ თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ათი წლის წინ მწვა­ვე ლე­ი­კე­მი­ით თით­ქ­მის ყვე­ლა ბავ­შ­ვი იღუ­პე­ბო­და, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, ღვთის წყა­ლო­ბით, და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სა­ვა­ლი უკა­ნას­კ­ნე­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- რას უკავ­შირ­დე­ბა ეს?

- პირ­ველ რიგ­ში იმას, რომ მო­წი­ნა­ვე ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გა თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, რო­მელ­საც ჰქვია პო­ლი­ქი­მი­ო­თე­რა­პია, ანუ პროგ­რა­მუ­ლად არის გა­წე­რი­ლი, თუ რო­გორ უნ­და ვუმ­კურ­ნა­ლოთ ამ ბავ­შ­ვებს.

- ვინ აფი­ნან­სებს ბავ­შ­ვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას?

- ბავ­შ­ვ­თა ასაკ­ში მკურ­ნა­ლო­ბა სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ. ქართულ მე­დი­ცი­ნა­ში ეს არის თით­ქ­მის ერ­თა­დერ­თი დარ­გი, სა­დაც და­ფი­ნან­სე­ბა ნორ­მა­ლუ­რია. მკურ­ნა­ლო­ბაც და მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც უფა­სოა, გა­მო­ნაკ­ლი­სი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც არ ტარ­დე­ბა იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში.

- გან­კურ­ნე­ბა რას გუ­ლის­ხ­მობს, მწ­ვა­ვე ლე­ი­კე­მია ქრო­ნი­კულ­ში გა­და­დის?

- არა, ეს ხალ­ხ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზაა და სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მწვა­ვე ლე­ი­კე­მია ქრო­ნი­კულ­ში არ გა­და­დის. სრუ­ლი გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს უკ­ვე არა­ნა­ირი პრო­ბლე­მა არ აწუ­ხებს. 70%-ში მე ვი­გუ­ლის­ხ­მე არა სი­ცოცხ­ლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა, არა­მედ გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა.

- არ­სე­ბობს ლე­ი­კე­მი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა?

- ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, მაგ­რამ მი­სი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა არის ის, რომ ბავ­შ­ვ­მა ჯან­მ­რ­თე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით უნ­და იცხოვ­როს. უნ­და მო­ვა­რი­დოთ მავ­ნე ეკო­ლო­გი­ურ ფაქ­ტორს, ანუ ჯან­სა­ღი უნ­და იყოს პრო­დუქ­ტიც და გა­რე­მოც. ასე­ვე ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ მშობ­ლე­ბი, ლო­თი და ნარ­კო­მა­ნი მშობ­ლე­ბი ლე­ი­კე­მი­ის წარ­მოქ­მ­ნის რის­კ­ფაქ­ტო­რია.

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს.

- რა იწ­ვევს ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ იცის, მაგ­რამ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ერთ-ერთ რის­კ­ფაქ­ტო­რად ნამ­დ­ვი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ლე­ი­კე­მი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თ­ვის ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვის სის­ხ­ლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც მას სამ, ექვს თვე­ში ერ­თხელ მა­ინც უნ­და გა­უ­კეთ­დეს. ამ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბია - ბავ­შ­ვის სი­ფერ­მ­კ­რ­თა­ლე, უხა­ლი­სო­ბა, წო­ნა­ში კლე­ბა, საკ­ვებ­ზე უარის თქმა, სის­ხ­ლ­ჩაქ­ცე­ვე­ბი, სის­ხ­ლ­დე­ნე­ბი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ლორ­წო­ვა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა. თუ ამ ნიშ­ნებს შე­ამ­ჩ­ნევს მშო­ბე­ლი, მა­შინ­ვე უნ­და მი­მარ­თოს ექიმ-ჰე­მა­ტო­ლოგს. რაც უფ­რო ად­რე და­ის­მე­ბა დი­აგ­ნო­ზი, მით უკე­თე­სია, რად­გან ჩვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ლე­ი­კო­ზუ­რი უჯ­რე­დე­ბის სრუ­ლი ერა­დი­კა­ცია. და­ა­ვა­დე­ბა რაც უფ­რო ად­რე­ულ ასაკ­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მით უფ­რო იოლია ბავ­შ­ვის გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა.

ლე­ი­კე­მია სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბულ ორ­გა­ნიზ­მ­ში მკვეთ­რად მა­ტუ­ლობს სის­ხ­ლის უმ­წი­ფა­რი თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამის შე­დე­გად მცირ­დე­ბა სის­ხ­ლის ნორ­მა­ლუ­რი თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი­სა (ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის) და სხვა ნა­წი­ლა­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ხელს უშ­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას: არ ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რად მო­მა­რა­გე­ბა ჟან­გ­ბა­დით, ქვე­ით­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი, რთულ­დე­ბა სის­ხ­ლ­დე­ნის შე­ჩე­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბი­სა, დღე­ის­თ­ვის მსოფ­ლი­ო­ში ლე­ი­კე­მი­ის გა­მომ­წ­ვე­ვი ერ­თი რო­მე­ლი­მე მი­ზე­ზი არ არის დად­გე­ნი­ლი.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია