რის­თ­ვის და­დი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი კლუ­ბებ­ში და რო­გო­რია ქარ­თუ­ლი FACE კონ­ტ­რო­ლი

რის­თ­ვის და­დი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი კლუ­ბებ­ში და რო­გო­რია ქარ­თუ­ლი FACE კონ­ტ­რო­ლი

19 წლის DJ - ვა­ჟი­კო მე­ლი­ქი­ძე სა­მი წე­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბაც და­აგ­რო­ვა. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, დი­ჯე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ისე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი პრო­ფე­სიაა, თუმ­ცა თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც აკე­თებს. ვა­ჟი­კო ერთ-ერთ კლუბ­ში გა­მარ­თულ "ი­ვენ­თ­ზე" გა­ვი­ცა­ნი, სა­დაც მე­გო­ბარ დი­ჯე­ებ­თან ერ­თად უკ­რავ­და. იგი ქარ­თულ კლუ­ბურ ცხოვ­რე­ბა­ზე, მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ვა­ჟი­კო, რო­დის და­იწყე დი­ჯე­ო­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე, სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "ი­ვენ­თე­ბი" ტარ­დე­ბო­და, სა­დაც ჩე­მი მე­გო­ბა­რი დი­ჯე­ე­ბი უკ­რავ­დ­ნენ. ისე მოხ­და, რომ ერთ დღეს წას­ვ­ლა ვერ შეძ­ლეს, ჩა­ე­ძი­ნათ, ამი­ტომ სა­ღა­მო რომ არ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო, მათ მა­გივ­რად მე მი­ვე­დი და უფ­როსს მო­ვატყუე, მეც დი­ჯეი ვარ-მეთ­ქი. არა­და, იმ დღეს პირ­ვე­ლად ავი­ღე ხელ­ში ის ყურ­სას­მე­ნიც, დის­კე­ბიც და დაკ­ვ­რა და­ვიწყე. ერთ კვი­რა­ში თბი­ლის­ში რომ დავ­ბ­რუნ­დით, უკ­ვე ერთ-ერთ კლუბ­ში სა­კუ­თა­რი "ი­ვენ­თი" მქონ­და. მე­რე, პე­კინ­ზე ვმუ­შა­ობ­დი კლუბ­ში, წვე­უ­ლე­ბებს ვაწყობ­დი, ცო­ტა ხან­ში მე­ნე­ჯე­რიც გავ­ხ­დი, შემ­დეგ კი სე­ზონ­ზე ხან ბა­თუმ­ში ვუკ­რავ­დი, ხან - ქო­ბუ­ლეთ­ში, ზამ­თარ­ში კი - გუ­და­ურ­ში. ტა­ბი­ძი­სა და შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ კლუ­ბებ­შიც ვუკ­რავ­დი, ამ­ჟა­მად კი - ვა­კე­ში.

- კარ­გი პრო­ფე­სიაა, არა? ერთ­დ­რო­უ­ლად საქ­მე­საც აკე­თებ და ერ­თო­ბი კი­დეც.

- კი, ასეა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს­დღე­ო­ბით არც ისე შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. მე­რე, ჩე­მი პრო­ექ­ტიც მქონ­და, - ვა­კის პარ­კ­ში ფეს­ტი­ვა­ლი გა­ვა­კე­თე - stars weekend , სა­დაც ათ­მა დი­ჯე­იმ და­უკ­რა. კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. შარ­შან, გი­ორ­გო­ბას, გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. მა­ის­ში თბი­ლი­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კლუბ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და მას შემ­დეგ, იქ ვარ. ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­მა აბ­ში­ლა­ვა მომ­წონს და მას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ, ერ­თად ვუკ­რავთ ხოლ­მე, ძა­ლი­ან კარ­გი დი­ჯეია, თა­ვის "ტრე­კებ­საც" წერს.

- მუ­სი­კას შენ თუ წერ?

- კი, რამ­დე­ნი­მე "ტრე­კი" მეც მაქვს და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ამით ჯერ­ჯე­რო­ბით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი მსმე­ნე­ლი არ გვყავს. თუ კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კა არ და­უ­კა­რი, არა­ვინ მო­გის­მენს.

- რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა კო­მერ­ცი­ულ მუ­სი­კა­ში?

- შე­იძ­ლე­ბა "ან­დერ­გ­რა­უნ­დის" "ტრე­კე­ბი" და­უკ­რა, მაგ­რამ მსმე­ნე­ლი არ გყავ­დეს და ხალ­ხი წა­ვი­დეს, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე პაპ­სა ან რე­პი "შე­აგ­დე", მა­გა­ლი­თად, "50 ცენ­ტი", ყვე­ლა აგ­ყ­ვე­ბა და მოძ­რა­ო­ბას და­იწყებს.

- ქარ­თულ კლუ­ბებ­ში რო­მე­ლი მუ­სი­კა უფ­რო მო­დუ­რია და რა მოთხოვ­ნე­ბი აქვთ შე­ფებს?

- მა­გა­ლი­თად, შარ­დენ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კა უნ­დათ, - პაპ­სა. ბო­ლო დროს, ვა­კე­შიც ამას უფ­რო ითხო­ვენ, მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­დის.

- შე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გო­რია ქარ­თ­ვე­ლი მსმე­ნე­ლი და ის ხალ­ხი, ვინც კლუ­ბებ­ში და­დის?

- სას­ტი­კი, ამაზ­რ­ზე­ნი... ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას ვერ და­უკ­რავ, არ უნ­დათ, შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ცა­ლონ და მხო­ლოდ ათი კა­ცის­თ­ვის და­უკ­რა, ეს კი კლუ­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, წამ­გე­ბი­ა­ნია. ბი­ჭე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კლუ­ბებ­ში გო­გო­ნე­ბის "და­სა­კე­რად" და მე­რე მათ გა­მო საჩხუბ­რად და­დი­ან - ეს გო­გო მე მო­მე­წო­ნა და შენ რა­ტომ ეცეკ­ვე­ბიო.

- შენ რას ეძა­ხი ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას? რა მოგ­წონს?

- ტექ­ნო, ტექ­ჰა­უ­სი, პროგ­რე­სი­ვი. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი არ­ტის­ტი ფე­დე ლეგ­რან­დია, ტექ­ჰა­უ­სის "ტრე­კე­ბიც" აქვს და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ჯეია. სა­ერ­თოდ, ტრან­სი და ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არ­ტის­ტე­ბი არ მომ­წონს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძვე­ლი და კარ­გად ნაც­ნო­ბი "ტრე­კე­ბი" უფ­რო მო­და­შია, ვიდ­რე ახა­ლი.

- რო­გორც ვი­ცი, უკ­რა­ი­ნა­შიც გაქვს მიწ­ვე­ვა.

- კი, კი­ევ­ში ერთ-ერთ კლუბ­თან მაქვს კავ­ში­რი და შე­საძ­ლოა, ახალ წელს წა­ვი­დე და ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­ვაგ­რ­ძე­ლო. ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთ­ში რომ ვის­ვე­ნებ­დი, იქა­ურ კლუ­ბებ­საც ვეს­ტუმ­რე, პა­ტა­რა კლუბს ვერ­სად ნა­ხავთ, მი­ნი­მუმ 2 000-კა­ცი­ა­ნია და ყვე­ლა­ფე­რია იმის­თ­ვის, რომ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­ერ­თო. იქ არა­ნა­ი­რი "ე­იჯ" და "ფე­ის" კონ­ტ­რო­ლი არ არის, თან­ხას იხ­დი, შე­დი­ხარ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან, გა­სარ­თო­ბად და­დი­ან და არა - და­სა­ლე­ვად. ქარ­თ­ველ გო­გო­ნებს კომ­პ­ლექ­სე­ბი აქვთ. ამი­ტო­მაც მინ­და აქ ახა­ლი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა და ისე­თი ხალ­ხის მოყ­ვა­ნა, რომ მათ ეს კომ­პ­ლექ­სე­ბი მო­ეხ­ს­ნათ, უბ­რა­ლოდ გა­ერ­თონ და კარ­გი მუ­სი­კით ისი­ა­მოვ­ნონ. აქ ზოგ კლუბ­ში ბი­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით აჭარ­ბებს ხოლ­მე გო­გო­ნე­ბი­სას.

- რი­სი კომ­პ­ლექ­სი აქვთ ქარ­თ­ველ ბი­ჭებს?

- ვა­ი­თუ გო­გოს არ მო­ე­წო­ნოს, არ ეცეკ­ვოს და "გა­ა­ბან­ძოს".

- შე­ნი აზ­რით, კლუ­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას სა­ხე­ლი (სა­ხელ­წო­დე­ბას არ ვგუ­ლის­ხ­მობ) გა­ნა­პი­რო­ბებს? მუ­სი­კა ხომ თით­ქ­მის ერ­თია ყველ­გან.

- ალ­ბათ უფ­რო სა­ხე­ლი. რო­ცა ცნო­ბი­ლია, დი­დი ხა­ნია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა იქ ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კა არც იყოს, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ ბევ­რი ძვე­ლი და ერ­თ­გუ­ლი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს, ხალ­ხი ინერ­ცი­ით მი­დის.

- შე­ნი აზ­რით, ასა­კობ­რი­ვი და "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" სა­ჭი­როა?

- სა­ჭი­როა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ინც არ სრულ­დე­ბა ისე, რო­გორც უნ­და იყოს. შე­იძ­ლე­ბა "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" იყოს, მაგ­რამ არა­სა­სურ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა მა­ინც შე­უშ­ვან, არც ფი­ზი­კუ­რად იყოს მი­სა­ღე­ბი, არც ჩაც­მუ­ლო­ბით, მაგ­რამ გო­გო­ნას­თან ერ­თად იყოს და ჩათ­ვ­ლი­ან, რომ ბარ­ში ფულს და­ხარ­ჯავს. ათი ბი­ჭი რომ მი­ვი­დეს მარ­ტო, შე­იძ­ლე­ბა არც შე­უშ­ვან იმის გა­მო, რომ გო­გო­ნა არ ახ­ლავთ. მეც ვყო­ფილ­ვარ "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" და ჩემს "ი­ვენ­თ­ზე" არ შე­მიშ­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამას ჰქვია "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი". შე­იძ­ლე­ბა დაც­ვის ახ­ლო­ბე­ლი იყოს და ამი­ტომ შე­უშ­ვან, არც არა­ფერს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა. ერ­თხელ, რუს­თა­ველ­ზე, ერთ-ერთ "სა­ლო­ბი­ე­ში" (კლუბს ვერ და­ვარ­ქ­მევ) შე­ვე­დი, ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, ისე­თი აპა­რა­ტუ­რა ჰქონ­დათ, ვერ გა­ვი­გე სა­ერ­თოდ, დი­ჯეი იყო თუ პროგ­რა­მის­ტი და რო­ცა ვკითხე, ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას რა­ტომ არ უკ­რავ-მეთ­ქი, 10 ლარს თუ მომ­ცე­მენ, თი­თო ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას და­ვუკ­რა­ვო. დი­ჯეი შა­ბა­შებ­ზე იყო (ი­ცი­ნის).

- რო­გო­რია დი­ჯე­ის გა­სამ­რ­ჯე­ლო?

- ვინც ხა­რის­ხი­ან, კარგ მუ­სი­კას წერს და უკ­რავს, უფ­რო მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი აქვს, ვიდ­რე სხვას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ დი­ჯეი სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლია და თა­ვი­სი ხალ­ხი ჰყავს, ესე იგი, წარ­მა­ტე­ბუ­ლია და კარგ ჰო­ნო­რარს აძ­ლე­ვენ. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემს მე­გობ­რებს ერთ სა­ღა­მო­ში 100 დო­ლარს გვიხ­დი­ან. კორ­პო­რა­ტი­ულ "ი­ვენ­თებ­ზეც" ვუკ­რავ და ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა მე­ტია - 300 დო­ლა­რი­დან ზე­მოთ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­ჯე­ის უწევს პი­ა­რის გა­კე­თე­ბაც, ხალ­ხის მიყ­ვა­ნაც, მა­გი­დე­ბის "გა­ყიდ­ვაც". თუ უნ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს, და­უკ­რას და "ი­ვენ­თე­ბი" ხში­რად ჩა­ა­ტა­როს, ამა­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს.

- ეს ხომ კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა?

- ის უბ­რა­ლოდ, "ი­ვენ­თის" დღეს ნიშ­ნავს და დაკ­ვ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას იმას აძ­ლევს, ვინც თვი­თონ მოს­წონს, თუმ­ცა მე­ნე­ჯერ­საც გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა დი­ჯეი კარ­გად ვერ უკ­რავ­დეს, მაგ­რამ მა­ინც აიყ­ვა­ნოს, რად­გან მი­სი ახ­ლო­ბე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი დი­ჯეი ვი­ცი, ვი­საც მუ­სი­კა ეს­მის, მაგ­რამ ვერ მუ­შა­ო­ბენ, იმი­ტომ, რომ ნაც­ნო­ბი არ ჰყავთ, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბო­ბი­თაა. ამი­ტომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­ჯე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი პრო­ფე­სიაა.

- რო­გორც ფიქ­რობ, ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯეი საზღ­ვარ­გა­რეთ თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას შეძ­ლებს? იქ დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა და ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ სფე­რო­ში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლე­ბი ვართ.

- აშშ-ში ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯეი - ნი­კა გე­ლაშ­ვი­ლი უკ­რავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შან­სი ნამ­დ­ვი­ლად არის. ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ერე­ვან­ში ჩა­დი­ან, ახ­ლო­საა, მარ­თა­ლია, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ტა­რი­ფებ­ზე ბევ­რად მე­ტია, ამი­ტომ ვის­თ­ვი­საც ხელ­საყ­რე­ლია, იქ მი­დის. კლუბ­ში, სა­დაც ახ­ლა ვმუ­შა­ობ, კვი­რა­ში ორ­ჯერ ვუკ­რავ. დღეს­დღე­ო­ბით, უკ­ვე ჩე­მი მსმე­ნე­ლი მყავს და მი­ხა­რია, რომ "ი­ვენ­თ­ზე" ხალ­ხის სიმ­ცი­რეს არ გან­ვიც­დი. ჩემს "ტრე­კებს" ჩე­მი მე­გობ­რე­ბი უს­მე­ნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოს­წონთ კი­დეც.

- შე­ნი ბო­ლო "ი­ვენ­თის" შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- 30 ნო­ემ­ბერს, შარ­დენ­ზე ერთ-ერთ კლუბ­ში 16-მა დი­ჯე­იმ და­ვუ­კა­რით - 2-2 დი­ჯეი ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით. ასე­თი "ი­ვენ­თი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა, გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, DJ ნო­დო ჟღენტს კი სა­ჩუ­ქ­რად ტი­ეს­ტოს "ი­ვენ­თ­ზე" და­სას­წ­რე­ბი ბი­ლე­თე­ბი გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც 15 თე­ბერ­ვალს, ბა­ქო­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია