შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

ზურა გაჩეჩილაძე რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვია. ''ნაციონალური მოძრაობიდან'' მის წამოსვლას მეგობრების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი მის საქციელს ვირთხების გაქცევას ადარებდა. მოგვიანებით ვნებათაღელვა დაცხრა. ახლა ზურა გაჩეჩილაძე, რომელსაც ყველა შონზოთი მიმართავს, საკრებულოს წევრია და თბილისში კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სერიალ ''ნათია და ნათიაში'' გამოჩნდა. სერიალს მისი მეგობრები ამზადებენ. ეს მეგობრები კი შონზოს რამდენიმეთვისწინანდელ საქციელს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ.

- შონზო, როგორ აღმოჩნდით სერიალში ''ნათია და ნათია'' ?

- დამირეკა მიშა მშვილდაძემ, ჩემმა მეგობარმა და ამ სერიალის პროდიუსერმა, და მითხრა, პოლიტიკოსის როლი გვაქვს და შენზე ვიფიქრეთო. ჩვენი ძველი და ახლანდელი მეგობრობიდან გამომდინარე, ვუთხარი, არ მინდა ტექსტი, ვიცი, რომ ცუდ როლს არ შემომთავაზებდი-მეთქი და მივედი. ადგილზე ვისწავლე ტექსტი და გადავიღეთ სერია.

- პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მსახიობობას ჩამოშორდით, არ გაგიჭირდათ კამერების წინ თამაში?

- ვერ ვიტყოდი, რომ ამ სფეროს ჩამოვშორდი. პოლიტიკაშიც რომ ვიყავი, კულტურის სფეროში ვმოღვაწეობდი. უბრალოდ, ტელეეკრანთან აქტიურად ურთიერთობას ჩამოვშორდი. ჩემი დღევანდელი და მომავალი გეგმები ამ სფეროს უკავშირდება.

- ''ნათია და ნათიას'' გადაღებების დროს მოხდა რამე გაუთვალისწინებელი?

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსები რომ იტყვიან, ყველაფერი იყო ''კაკ ნა მასლე'' .

- მოგწონთ სერიალი და საკუთარი გმირი?

- ჯერ მხოლოდ მეშვიდე სერია გავიდა ეთერში. როგორც ვიცი, საკმაოდ ნორმალური რეიტინგი აქვს. მგონია, რომ გაამართლებს. ამ სერიალს ისეთი ნიჭიერი ხალხი ემსახურება, რომ კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ის სამყარო, რომელსაც ეს სერიალი გვთავაზობს, გროტესკულია და როგორც სერიალის გმირებს უყვართ თქმა, ''სვეცკური'' . თათქარიძე არის თბილისის ერთ-ერთი უბნის, ვაკის პროტოტიპი. შესაბამისად, ჩემი გმირის ხასიათიც ამ მიმართულებით უნდა გახსნილიყო. წარმატებულ ბიზნესმენს, მაჟორიტარს, რომელიც ხალხმა აირჩია, უნდა ჰქონდეს ის გროტესკი, რომელიც თათქარიძის უბნის მცხოვრებლებს აქვთ.

- მახსოვს, ამ სერიალის შემქმნელებმა ''ნაციონალებიდან'' წამოსვლის გამო მწარედ გაგაკრიტიკეს. გასაკვირია, რომ ამის შემდეგ სერიალში მიგიწვიეს.

- სწორედ იმიტომ ვართ მეგობრები, რომ თითოეული ჩვენგანი დანარჩენების აზრსა და შეხედულებებს პატივს სცემს. შეიძლება, ჩემს მეგობრებს თავიანთი კრიტიკის გამოხატვის ფორმა არ მოვუწონო.

- ასეთ კრიტიკას შეიძლება, გინებაც დავარქვათ.

- არის დრო ხიდების მტვრევის და არის დრო ხიდების შენების. ხიდების მტვრევის დრომ გაიარა. ახლა ხიდების შენების დროა. თუ ჩვენ შორის ასეთი მძაფრი კონფრონტაციაა, არც მიშა არ დარეკავდა ჩემთან და არც მე დავთანხმდებოდი სერიალში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენი პირადი შეხედულებები და შეხედულებები საერთო საქმის მიმართ უნდა გაიმიჯნოს. შეიძლება, ჩემი მეგობრების პირადი მოსაზრებებიდან არც ერთს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ საერთო საქმისთვის გავერთიანდეთ და კარგი პროდუქტი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ჩემი სერიალში მისვლის მიზანი არის კონკრეტული და კარგი საქმის კეთება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია