ალექსეი პუშკოვი - საქართველოს პირობები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე არარეალურია

ალექსეი პუშკოვი - საქართველოს პირობები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე არარეალურია

საქართველოს მიერ წამოყენებული პირობები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე , რომლის თანახმადაც, მოსკოვმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, არარეალურია.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვნა განაცხადა.

"საქართველო აყენებს პირობებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით: რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება. ეს არარეალურია. ისტორიას უკან ვერ შემოვაბრუნებთ", - ნათქვამია ალექსეი პუშკოვის "ტვიტერის" პირად გვერდზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა