"ნაკურთხი კანონების" დასაწყისი თუ სეპარატიზმის საფრთხე - ხმაური თვითმმართველობის კოდექსის ირგვლივ

"ნაკურთხი კანონების" დასაწყისი თუ სეპარატიზმის საფრთხე - ხმაური თვითმმართველობის კოდექსის ირგვლივ

უკვე მერამდენე დღეა თვითმმართველობის კოდექსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, თუ თვითმმართველობის კოდექსი განხორციელდება, ქვეყანა დაიშლება... პატრიარქის განცხადებამ კიდევ ერთი დიდი ბიძგი მისცა ამ ინიციატივის მიმართ ცხოველ ინტერესსა და ხელისუფლების კრიტიკას. საზოგადოების წევრებმა, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებმა, ირონიული შეფასებებიც არ დაიშურეს.

პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შექმნას ავტონომიური ერთეულის ჩამოყალიბებასთან აიგივებს და მასში სეპარატიზმის ხელშეწყობის საფრთხეს ხედავს...

თავის პოზიციას ფეისბუქით ახმოვანებს არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია:

"უნდა შემოვიღოთ კანონშემოქმედებაში ახალი ეტაპი, საპატრიარქოსთან შეთანხმება. მერე პრობლემები, რომ არ იყოს, ჯერ თავში იდეის გაჩენა შევათანხმოთ, მერე ამ იდეის გაჟღერება, მერე გაჟღერებული იდეის ქაღალდზე გადმოტანა, მერე პროექტი გავაგზავნოთ, მერე პარლამენტში თითო მოსმენის წინ კიდე. ნუ მარტივად რომ ვთქვათ, ნაკურთხი უნდა იყოს კანონები" - ამბობს ის.

-"კორძაიას უთხარით, ჭკვიანად იყოს, - წერს არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი "ფეისბუქში" უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას შესახებ. მისი თქმით, უმრავლესობის წევრი, რომელმაც პატრიარქის მოსაზრების მიმართ უნდობლობა გამოხატა, "დაუკრეფავში გადადის - "უი დედა, მაგას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო", -წერს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი მამა ბართლომე ფირცხალაშვილია ადრეც მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მან "ფეისბუქში" პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები დაწყევლა.

თამარ კორძაიას საქციელის გამო წყრომას ვერ მალავს უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანიც:

" მსგავსი ცინიზმი, რაც თამარ კორძაიამ იკადრა, მეორე არ მინახავს. ეს იცით, როგორი რამეა? ვერ გადმოგცემთ ახლა ჩემს აღშფოთებას. მიუხედავად მის მიმართ დიდი პატივისცემისა, მან გაბედა, პატრიარქს მანდატი უხსენა. მანდატი კი არა, პატრიარქი ყველა მანდატზე დიდია... რაც ახლა ვთქვი, ამას გავიმეორებ იქაც, პარლამენტის ტრიბუნასთან. მუშტი-კრივს ვერ გავმართავ ქალთან... ”

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია