საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში დღეს ხელნაწერი წიგნ-ალბომის "წერილები პატრიარქს" მეორე ნაწილის პრეზენტაცია შედგა.
წიგნში წმინდა სინოდის წევრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების პატრიარქისადმი ხელნაწერი წერილებია დაბეჭდილი, სადაც ისინი უწმინდეს საკუთარ სიხარულს, წარმატებას და ტკივილს უზიარებენ. კერძოდ, წიგნში შესულია ბიძინა ივანიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ელდარ შენგელაიას, რეზო ჩხეიძის, ლევან ვასაძის და სხვების ხელნაწერი წერილები.
გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის პატრიარქისადმი მიწერილ პირად წერილს.
"თქვენო უწმინდესობავ,
გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. თქვენ მოგიწიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღოლობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გამოიარეთ მრავალი განსაცდელი და თქვენი სიბრძნით, შემწყნარებლობითა და დაუღალავი მოღვაწეობით დაიმსახურეთ უდიდესი პატივისცემა ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც.
თქვენ ბრძანდებით აღიარებული ავტორიტეტი როგორც საქართველოში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებელი ქრისტინის, ისე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
იხარეთ და იბედნიერეთ!
პატივისცემით, ბიძინა ივანიშვილი"
ასევე დაგაინტერესებთ:
ლევან ვასაძის პირადი წერილი პარტიარქს: ჩემი უსამარცხვინოესი საქციელების მიღმაც კი...