"ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია

"ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია

"გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო"

ანაკ­ლი­ის მკვიდ­რი, 43 წლის გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე, 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. იგი სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში, სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" წა­ვი­და და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოჯახს არ­წ­მუ­ნებ­და, რომ გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე რუ­სე­თის აგენ­ტი იყო, შემ­ჩ­ნე­უ­ლი ჰყავ­დათ ტე­რაქ­ტე­ბის მოწყო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და აფხა­ზეთ­ში გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. გო­გი­ტას და ნა­ნა აბუ­ლა­ძე სი­მარ­თ­ლის გარ­კ­ვე­ვის მო­ლო­დინ­შია და გა­მო­ძი­ე­ბის­გან ელის პა­სუხს კითხ­ვა­ზე - ვინ და რა­ტომ გა­აქ­რო მი­სი ძმა?

- ჩე­მი ძმა გო­გი­ტა 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. ცხოვ­რობ­და ანაკ­ლი­ა­ში და მუ­შა­ობ­და სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კო­სად. რო­გორც შემ­დ­გომ­ში შე­ვიტყ­ვეთ, გო­გი­ტა მე­ზო­ბელს და­უ­ნა­ხავს ვერ­ცხ­ლის­ფერ ჯიპ­ში, სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით - OHO - 923. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ეს იყო სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ას მან­ქა­ნა. სას­ტუმ­როს უკა­ნა მხრი­დან შე­სას­ვ­ლე­ლი აქვს და ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა გო­გი­ტა და მი­სი თან­მ­ხ­ლე­ბი სა­მი პი­რი. მათ შო­რის ერთ-ერ­თი პაჭ­კო­რია იყო. ეს ჩა­ნა­წე­რი შემ­დეგ გაქ­რა. მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ ძი­ე­ბი­სას თქვა, მე ჩა­მოვ­ს­ვი სას­ტუმ­როს­თა­ნო, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ისი­ნი ერ­თად შე­ვიდ­ნენ შე­ნო­ბა­ში. სს საქ­მე აღიძ­რა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ წინ რომ არ წა­ვი­და, ჩვე­ნით ვი­ძი­ებ­დით.

- გა­მო­ძი­ე­ბას რა უთხ­რა პაჭ­კო­რი­ამ, რა­ტომ მი­იყ­ვა­ნა თქვე­ნი ძმა სას­ტუმ­რო­ში თა­ვი­სი მან­ქა­ნით?

- ჩე­მი მე­უღ­ლე და პაჭ­კო­რია ერ­თხანს ერ­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ. იგი ამ­ბობ­და, გო­გი­ტას არ ვიც­ნობ­დიო. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, პაჭ­კო­რია ჩარ­თუ­ლი კი არა, უშუ­ა­ლოდ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩე­მი ძმის გაქ­რო­ბით. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ძველ ნივ­თებ­ში ჩა­უ­დია და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ვი­პო­ვეთ. მას­ში ეწე­რა: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად და ამის შე­სა­ხებ იცის მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გვითხ­რეს, რა­ტომ არ გე­ში­ნი­ათ, ამას რომ ამ­ბობთ, ეს ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვიაო. რო­გორც ჩანს, გო­გი­ტამ იცო­და, რა­შიც იყო გა­რე­უ­ლი და რას და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე ჩე­მი ძმა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ალ­ბათ რა­ღა­ცას ელო­და, რა­ღაც იცო­და. ამ წე­რი­ლის წარ­თ­მე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ გა­ვი­ლა­ხეთ, ვის არ გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ, წე­რი­ლი გად­მოგ­ვე­ცით, ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში უნ­და ინა­ხე­ბო­დე­სო. თეა წუ­ლუ­კი­ან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წე­რილს ჩა­უ­ტარ­და ექ­ს­პერ­ტი­ზა, მა­ნამ­დე ყრიდ­ნენ ჭო­რებს, რომ ის ჩვე­ნი და­წე­რი­ლი იყო.

- რა­ში იყო გა­რე­უ­ლი გო­გი­ტა, რა ვერ­სი­ე­ბი გაქვთ?

- ბო­რი­სოვს მარ­ტო ჩე­მი ძმა კი არა, მთე­ლი სო­ფე­ლი იც­ნობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­შ­ვი­დო­ბო­ე­ბის ბა­ზა იყო ანაკ­ლი­ა­ში და 2008 წლამ­დე და ტე­რაქ­ტე­ბამ­დე მას ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მხო­ლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მე­რე გა­ვი­გეთ, რომ 2006 წელს გო­გი­ტა უშიშ­რო­ე­ბა­ში და­უ­ბა­რე­ბი­ათ, კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა (რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს) გია კან­კი­ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ უშუ­ა­ლოდ მან შექ­მ­ნა გო­გი­ტა­ზე კომ­პ­რო­მა­ტე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რას გუ­ლის­ხ­მობ­და. გო­გი­ტას ჯა­შუ­შო­ბაც და­აბ­რა­ლეს, სას­ტუმ­რო­ში ყუმ­ბა­რის და­დე­ბაც. 2012 წლის 19 იან­ვარს სო­ფელ დარ­ჩელ­ში, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ბომ­ბი ნა­ხეს და ესეც გო­გი­ტას და­აბ­რა­ლეს. რო­გორც და­ვად­გი­ნეთ, გა­მოჩ­ნ­და ამის გამ­კე­თე­ბე­ლი კა­ცი, ვინ­მე აფა­ქი­ძე, იგი პო­ლი­ცი­ას­თან იყო შეკ­რუ­ლი. ჩე­მი ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, თით­ქოს აფხა­ზე­ბის 15-20-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გან­მუ­ხურ­ში, საზღ­ვარ­ზე თავს და­ეს­ხა ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­გუ­შა­გოს და მათ თურ­მე გო­გი­ტა უძღო­და წინ. ორ­თ­ვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ჯე­რებ­დ­ნენ, რომ ჩე­მი ძმა რუ­სე­ბის აგენ­ტი იყო და აფხა­ზეთ­ში გა­იქ­ცა. 2006 წლი­დან ამ­დე­ნი თუ იცოდ­ნენ მას­ზე, მა­შინ რა­ტომ და­აწყე­ბი­ნეს იმ სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი კვი­რა­ში 3-4-ჯერ და­დი­ო­და? სა­ეჭ­ვო და არა­სა­ი­მე­დო პირს არ მის­ცემ­დ­ნენ იქ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გო­გი­ტა, რომ იტყ­ვი­ან, რენ­ტ­გენ­ზე გა­ა­ტა­რეს და ისე მი­ი­ღეს. მით უმე­ტეს, რომ ის სას­ტუმ­რო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უწყე­ბის სას­ტუმ­რო და მა­თი ბუ­დე იყო. 19 იან­ვარს, ანუ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, სას­ტუმ­რო­ში ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მი­სი ხალ­ხი მო­ვი­და ჯი­პე­ბით, ერთ ოთახ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ყვე­ლას ეს­მო­და ვა­ნოს ღრი­ა­ლი: რა­ტომ და­კარ­გეთ ასე­თი კა­ცი? ჩემს ძმას გუ­ლის­ხ­მობ­და. გოგიტა მათ­თ­ვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. 18 იან­ვ­რის 12 სა­ა­თი­დან იკარ­გე­ბა მი­სი კვა­ლი, გო­გი­ტა სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სუ­ლი არა­ვის უნა­ხავს. გაქ­ცე­უ­ლი რომ იყოს, ხმას მა­ინც მოგ­ვაწ­ვ­დენ­და. ვა­პი­რებთ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნოთ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

- აფხა­ზეთ­ში თუ გიც­დი­ათ მი­სი მო­ძებ­ნა?

- რო­დე­საც გვიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, გო­გი­ტა აფხა­ზეთ­შია, რუ­სებ­თა­ნაა, იმათ მოკ­ლეს, ღო­რებ­მა შე­ჭა­მე­სო, ჩვენც და­ვიწყეთ ძებ­ნა. ჩვენ დევ­ნი­ლე­ბი ვართ აფხა­ზე­თი­დან და იქ დი­დი ნაც­ნო­ბო­ბა გვყავს. ყვე­ლა იმას გვე­უბ­ნე­ბა, ასე­თი აქ არა­ვი­ნაა, სად­მე გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი თუ ჰყავთ, არ ვი­ცი­თო. ისე­თი გან­ც­და გვაქვს, რომ გო­გი­ტა აღარ არის ცოცხა­ლი.

ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ