მიხეილ სააკაშვილმა მაიდანზე შეკრებილებს უკრაინულ ენაზე მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა მაიდანზე შეკრებილებს უკრაინულ ენაზე მიმართა

კიევში, მაიდანზე შეკრებილებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე მიმართა.

სააკაშვილის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მან განათლება კიევში მიიღო და ამდენად, იგი არის უკრაინელი, ისევე როგორც ქართველი და ევროპელი.

სააკაშვილის თქმით, ის უკრაინაში ჩამოვიდა, რათა მიმართოს ამაყი ერის ამაყ შვილებს. თავისი გამოსვლა სააკაშვილმა დაამთავრა სიტყვებით: "თუ საქართველომ შეძლო, უკრაინაც შეძლებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება ევროპას".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა