მეუფე იოანე - დღესაც არიან ურწმუნოები, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან

მეუფე იოანე - დღესაც არიან ურწმუნოები, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან

დღესაც არიან ურწმუნოები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ უფლის ძალას და პატრიარქის ავტორიტეტს წინ ვერ აღუდგებიან, - ამის შესახებ რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სამების ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მეუფე იოანემ მე-20 საუკუნეში ეკლესიისადმი მოვლენილი განსაცდელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი რეჟიმის დევნის შედეგად საქართველოში 2 ათასიდან მხოლოდ 50-მდე ეკლესია დარჩა.

"იმ პერიოდში ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე წერდა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულს ღაფავს და სადაც არის, დაასრულებს თავის ისტორიულ არსებობასო. თუმცა, რამდენიმე წელიწადში უფალმა ინება მისი უწმინდესობის, ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება. მისი ლოცვა-კურთხევით გაძლიერდა ეკლესია, ხოლო უფლის ნებით ათეისტური რეჟიმი დაიშალა.

ურწმუნოები დღესაც არიან და ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ ისინი წინ ვერ აღუდგებიან უფლის ნებას და პატრიარქის ავტორიტეტს. უწმინდესის დაუღალავი შრომით მთელი ერი მოქცეულია. როდესაც უცხოელები გამოკითხვას ატარებენ და მოსახლეობას ეკითხებიან, ვის ენდობით ყველაზედ მეტად, 90 პროცენტი პასუხობს, რომ პატრიარქს ენდობა. უფალმა განაგო მთელი ერის გადარჩენა ყოველგვარი ძალადობისა და ფინანსური სახსრების გარეშე და ამის მნახველი ვამბობთ - დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი", - ბრძანა მეუფე იოანემ.

რუსთავის მიტროპოლიტმა ქადაგებისას წმინდა კლიმენტი რომაელის ცხოვრებაზეც ისაუბრა, რომლის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია