დიდთოვლობა აჭარაში: პარალიზებული გადაადგილება, მოგლეჯილი ხეები და ჩამონგრეული სახლი (+ 10 ფოტო ბათუმიდან)

დიდთოვლობა აჭარაში: პარალიზებული გადაადგილება, მოგლეჯილი ხეები და ჩამონგრეული სახლი (+ 10 ფოტო ბათუმიდან)

დიდთოვლობამ აჭარაში პრობლემები შექმნა. ქედის რაიონში, სოფელ წონიართან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც ცენტრალური გზა ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელებმა განაცხადეს, თოვლის შედეგად ჩაქვში, მეშვიდე რაიონში სახლი ჩამოინგრა.

დილიდან თოვს ბათუმშიც და ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

თბილისი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელმა, სავარაუდოდ უამინდობის გამო, ბათუმში ჩასვლა დააგვიანა.

ასევე აჭარის რეგიონში სატელეფონო კავშირი შეზღუდულია. აჭარის მაღალმთიან რაიონებში კი სატელეფონო კავშირი საერთოდ ვერ ხერხდება. ბათუმში, ანგისის დასახლებაში ელექტროენერგიაც გამორთულია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან (10 ფოტო)

ასევე დაგაინტერესებთ:

დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია