მორწმუნეები და ათეისტები საქართველოში - საერთაშორისო კვლევის შედეგები

მორწმუნეები და ათეისტები საქართველოში - საერთაშორისო კვლევის შედეგები

რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე მორწმუნე ადამიანები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საერთაშორისო ასოციაციის WIN-CALLUP International-ის წარმომადგენლებმა სცადეს და 57 ქვეყნის მასშტაბით მონაცემები შეკრიბეს. მათ საზოგადოებას ამ ქვეყნებში არსებული "რელიგიური და ათეისტური ინდექსი" წარუდგინეს.

მსოფლიოს 5 კონტინენტზე 50 000-ზე მეტი ქალი და კაცი გამოკითხეს. შეკითხვა შემდეგი შინაარსის იყო: რამდენად ხშირად დადიხართ ეკლესიაში? ხართ თუ არა რელიგიური ადამიანი? ხართ თუ არა ათეისტი? შედეგები ასე გადანაწილდა.

საქართველო: მორწმუნე ადამიანი - 84%, არაეკლესიური ადამიანი - 12%, საკუთარ თავს ათეისტს უწოდებს - 1%, პასუხის გაცემა არ ისურვა - 3%-მა. ამასთან, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების რეიტინგში, სადაც ყველაზე ცოტა ათეისტი ცხოვრობს.

ყველაზე მეტი ათეისტი ცხოვრობს შემდეგ ქვეყნებში:

ჩინეთი - 47%

იაპონია - 31%

ჩეხეთი - 30%

საფრანგეთი 29%

სამხრეთ კორეა - 15%

ნიდერლანდი - 14%

ავსტრია - 10%

ისლანდია - 10%

ავსტრალია - 10%

ირლანდია - 10%

ყველაზე რელიგიური მოსახლეობა ცხოვრობს შემდეგ ქვეყნებში:

განა - 96%

ნიგერია - 93%

სომხეთი - 92%

ფიჯი - 92%

მაკედონია - 90%

რუმინეთი - 89%

ერაყი - 88%

კენია - 88%

პერუ - 86%

ბრაზილია - 85%

მომზადებულია WIN-CALLUP International-ის მიხედვით.

"შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში," - მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გორში პატრულმა ქალი სიკვდილს გადაარჩინა - "გზაზე დავარდნილი რომ შევნიშნეთ, თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გვეგონა"