გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას აპროტესტებს

გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას აპროტესტებს

გარდაცვლილი ბიზნესმენი ვახო ფაილოძე არა სამართალდამცველებმა, არამედ უცხო ადამიანმა იპოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დისშვილმა განუცხადა , რომელიც "ინტერპრესნიუსს" თავად დაუკავშირდა.

"იგი "მზიურთან" კორტების მიმდებარედ, უცნობმა, ფრანგი ეროვნების ადამიანმა აღმოაჩინა და დაგვირეკა, შემდეგ მისი შვილები გავიდნენ შემთხვევის ადგილას", - განაცხადა გარდაცვლილის დისშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ოჯახი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.

"ჯერ არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ ექსპერტიზის პასუხი არ ყოფილა", - განაცხადა ფაილოძის ნათესავმა.

მისი თქმით, ცხედარი სახლში ჯერ არ მიუსვენებიათ, მას ექსპერტიზა უტარდება.

46 წლის ბიზნესმენი ვახო ფაილოძე სახლიდან 5 დეკემბერს გვიან ღამით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. იგი გარდაცვლილი წუხელ იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ