"მითხრა - NO SEX" - გერმანელი ქალი ბაიკერის თავგადასავალი საქართველოში

"მითხრა - NO SEX" - გერმანელი ქალი ბაიკერის თავგადასავალი საქართველოში

ჩვენს გერ­მა­ნელ კო­ლე­გას - ჟურ­ნა­ლისტს, ფო­ტოგ­რაფს, ოპე­რა­ტორს და იმავ­დრო­უ­ლად მოგ­ზა­ურ­საც - 41 წლის ჰა­ი­კე პირ­ნგრუ­ბერს შეხ­ვედ­რა "პა­ლიტ­რამე­დი­ის" ოფის­ში და­ვუთ­ქვი. ჰა­ი­კე გერ­მა­ნი­ი­დან ავ­სტრა­ლი­ა­ში ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რობს და მის მარ­შრუტ­ში სა­ქარ­თვე­ლოც მო­ყვა. რა­კი რამ­დე­ნი­მე ხნით თბი­ლის­ში შე­ის­ვე­ნა, ვი­ფიქ­რე, მის თავ­გა­და­სა­ვალს თქვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ეც­ნო­ბო­დით:

- 20 წლი­დან ვოც­ნე­ბობ­დი ჩვე­ნი პლა­ნე­ტის შეც­ნო­ბა­სა და ვე­ლო­სი­პე­დით მის შე­მოვ­ლას. 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ი­სა და ზო­გა­დად, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში - "ცე-­დე­-ეფ­ში" (ZDF) ოპე­რა­ტო­რად ვმუ­შა­ობ­დი, პო­ლი­ტი­კურ თუ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კონ­ცერ­ტებს, ვა­შუ­ქებ­დი. გა­მი­მარ­თლა და აშ­შ-ის ბო­ლო სამ პრე­ზი­დენტს პი­რის­პირ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში შევ­ხვდი. იმ­ხა­ნა­დაც ვა­ხერ­ხებ­დი მოგ­ზა­უ­რო­ბას. ახ­ლა კი აღარც სამ­სა­ხუ­რი მა­ფერ­ხებს, არც ოჯა­ხი - ქმარ­-შვი­ლი არ მყავს, ასე რომ, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და გა­დავ­წყვი­ტე, გერ­მა­ნი­ი­დან ავ­სტრა­ლი­ამ­დე ვე­ლო­სი­პე­დით ჩა­ვი­დე.

- რა გა­დაგ­ხდათ თავს, ვიდ­რე თბი­ლი­სამ­დე მო­აღ­წევ­დით?

- თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნელ ვე­ლო­სი­პე­დისტ ბიჭ­თან ერ­თად მო­მი­წია მოგ­ზა­უ­რო­ბამ. გზა­დაგ­ზა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე თურ­ქე­ბი მან­ქა­ნებს აჩე­რებ­დნენ და გვათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ ხოლ­მე. ერთ დღეს სტამ­ბოლ­სა და ან­კა­რას შო­რის, ქა­ლაქ კო­ნი­ას­თან ეს­პა­ნელ­მა გა­და­მის­წრო. ამ მო­მენ­ტში თურ­ქი ბა­ი­კე­რე­ბი წა­მო­მე­წი­ენ და ერ­თ-ერ­თი ძა­ლი­ან მო­მი­ახ­ლოვ­და. მანამდეც წა­მო­მე­წია ბა­ი­კე­რი თურ­ქეთ­ში და უკა­ნალ­ზე წა­მო­მარ­ტყა ხე­ლი. ვი­ფიქ­რე, ესეც იმა­ვეს აპი­რებ­და და დაზღ­ვე­ვის მიზ­ნით მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე მის მო­ტო­ციკლს წიხ­ლი ვკა­რი. ის წი­ნი­დან გა­და­მიდ­გა, უზარ­მა­ზა­რი და­ნა და­აძ­რო და მუ­ცელ­ზე მო­მა­დო. ყვი­რო­და, მო­ბი­ლუ­რიო და მივ­ხვდი, გა­ძარ­ცვას მი­პი­რებ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ტე­ლე­ფო­ნი არ მაქ­ვს-მეთ­ქი და ამ მო­მენ­ტში წინ გაჭ­რილ­მა ეს­პა­ნელ­მა უკან მო­ი­ხე­და. მიხ­ვდა, რა დღე­შიც ვი­ყა­ვი, მობ­რუნ­და, თა­ვი­სი მო­ბი­ლუ­რი და ფუ­ლი მის­ცა, მეც რა­ღა­ცე­ბი და­ვუ­მა­ტე და გაგ­ვცილ­დნენ. ღმერთს მად­ლო­ბა, რომ ცოცხ­ლე­ბი დავ­რჩით. თურქ ბა­ი­კე­რებ­თან ინ­ცი­დენ­ტი მე­სა­მე­დაც მქონ­და. ამ­ჯე­რად მარ­ტო ვი­ყა­ვი. შუ­ა­ში მო­მიქ­ცი­ეს და წრი­უ­ლი სვლით მომ­ყვე­ბოდ­ნენ. ტრა­სა­ზე მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ და საშ­ვე­ლა­დაც ვუხ­მობ­დი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ამა­სო­ბა­ში ბე­დად, რა­ღაც ქა­ლა­ქის ჩა­სახ­ვევს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით და სას­წრა­ფოდ გა­და­ვუხ­ვი­ე. მა­შინ კი და­მეხ­სნენ. აღ­მო­სავ­ლეთ თურ­ქე­თის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში კი ბავ­შვე­ბი მმტრობ­დნენ - ჩემს ვე­ლო­სი­პედს დიდ ქვებს უშენ­დნენ. თუმ­ცა არ იფიქ­როთ, რომ თურ­ქე­თი­დან მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი წა­მომ­ყვა. გზა­დაგ­ზა ძა­ლი­ან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მხვდე­ბოდ­ნენ, შინ მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, თავ­შე­სა­ფარ­სა და საჭ­მელს მთა­ვა­ზობ­დნენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ზე რას იტყ­ვით?

- თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯა­ვა­ხე­თი­დან შე­მო­ვე­დი და სო­ფელ­-სო­ფელ გად­მო­ვე­დი. ხალ­ხი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად მხვდე­ბო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძე­ბი და­ვა­გე­მოვ­ნე. ულა­მა­ზე­სი და კონ­ტრას­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა ვნა­ხე. თვალ­ში მხვდე­ბო­და არა მარ­ტო ბუ­ნე­ბის, ჰა­ვის კონ­ტრას­ტი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის, კერ­ძე­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა. ულა­მა­ზე­სი მო­ნას­ტრე­ბი გა­მო­ვი­ა­რე. ვარ­ძი­ის კომ­პლექ­სის მო­პირ­და­პი­რედ ბე­რი თა­ვის კე­ლი­ა­ში გემ­რი­ე­ლი წვნი­ა­ნი­თა და ჩა­ით გა­მი­მას­პინ­ძლდა. ლა­მის ყი­ნავ­და, ფა­რა­ვან­თან რომ შე­მო­მა­ღამ­და და პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში საჭ­მე­ლად შე­ვი­ა­რე, თან ღა­მის გა­სა­თევს ვე­ძებ­დი. მე­პატ­რო­ნემ იქ­ვე, შე­ნო­ბა­ში შე­მიყ­ვა­ნა, თა­ვი­სი სა­წო­ლი მაჩ­ვე­ნა და მას­თან ერ­თად და­ძი­ნე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, თან "ნოუ სექ­სო", მე­უბ­ნე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გა­მე­ცი­ნა და ავუხ­სე­ნი, მას­თან ერ­თად ვერ და­ვი­ძი­ნებ­დი. მე­რე თა­ვის მე­გო­ბარს და­უ­რე­კა, სომ­ხუ­რად რა­ღაც უთხ­რა და ცო­ტა ხან­ში ისიც მო­ვი­და. ამ მა­მა­კაც­მა სადღ­აც, მთის ბორ­ცვზე, დან­გრე­ულ უფან­ჯრო სახ­ლში ამიყ­ვა­ნა, შე­გიძ­ლია აქ დარ­ჩე­ო. სი­ცი­ვე ძვალ­სა და რბილ­ში ატან­და, მაგ­რამ რა­კი სხვა გზა არ იყო, დავ­ყა­ბულ­დი. ცო­ტა ხანს მი­ყუ­რა ამ კაც­მა და უცებ მითხ­რა, წა­მომ­ყე­ვი­ო. წავ­ყე­ვი და თა­ვის ოჯახ­ში მი­მიყ­ვა­ნა, ცოლ­-შვილ­თან, კარ­გა­დაც გა­მი­მას­პინ­ძლდნენ და ღა­მეც გა­მა­თე­ვი­ნეს. ეტყ­ო­ბა, იმ კაცს ძა­ლი­ან შე­ვე­ცო­დე (ი­ცი­ნის). მე­ო­რე დღეს მან­გლი­სამ­დე გა­და­ვე­დი. ღა­მის გა­სა­თე­ვად სას­ტუმ­რო მო­ვი­ძიე და ვი­ღა­ცამ ერ­თ-ერ­თი სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე მო­მიყ­ვა­ნა. თურ­მე არც წყა­ლი ჰქო­ნია სას­ტუმ­რო­ში და არც დე­ნი, ღა­მის გა­სა­თე­ვად კი 50 ლარს მთხოვ­და. ძა­ლი­ან მეძ­ვი­რა და სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ცი­ელ­თა დახ­მა­რე­ბით ვი­შო­ვე ღა­მის გა­სა­თე­ვი.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია