ყველაზე დაუდევარი მძღოლები სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ

ყველაზე დაუდევარი მძღოლები სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დაუდევარი მძღოლები სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, ხოლო ყველაზე მოწესრიგებულები - კერძო კომპანიებში, - ასეთ მონაცემებს სადაზღვევო კომპანია "არდი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაზღვეულთა შორის ყველაზე მეტად სახელმწიფო მანქანები ზიანდება და ხშირ შემთხვევაში მიზეზი მძღოლის დაუდევრობა და გაუფრთხილებლობაა.

სტატისტიკამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე მოწესრიგებული და პროფესიონალი მძღოლები კერძო კომპანიებში მუშაობენ, რადგან მათი წლიური რისკი 18%-ს არ აღემატება. კერძო კომპანიების შემდეგ, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ფიზიკური პირები გამოირჩევიან.

"კერძო სტრუქტურებში სამსახურის დაკარგვის მაღალი რისკია, რის გამოც მძღოლები ცდილობენ, იყვნენ სანიმუშო. ამიტომაც, მანქანის დაზიანების შემთხვევები გაცილებით მცირეა. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი, საკუთარი ქონების გაფრთხილების მექანიზმი მუშაობს", - აცხადებს "არდის" საცალო გაყიდვების დირექტორი გიორგი ლომიძე.

სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამის დეპარტამენტებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რათა ავტომობილების დაზიანების შემთხვევები შემცირდეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია