ვის მოუწევს მანქანის ავტოფარეხში გამოკეტვა

ვის მოუწევს მანქანის ავტოფარეხში გამოკეტვა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯა­ბა სა­მუ­შია მი­იჩ­ნევს, რომ თბი­ლი­სელ მძღო­ლებ­სა და მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლებს მე­ტის­მე­ტად დი­დი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და უწევთ, რაც მეტ­წი­ლად კომ­პა­ნია "სი­თი პარ­კის" "დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა". მი­სი­ვე თქმით, საკ­რე­ბუ­ლომ ამ სა­კითხ­ის შეს­წავ­ლა კარ­გა ხა­ნია და­იწყ­ო, თუმ­ცა, მე­რია ცდი­ლობს მათ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი არ მი­ა­წო­დოს, ეს კი იწ­ვევს ეჭვს, რომ მე­რი­ა­სა და "სი­თი პარკს" შო­რის სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბა. "სი­თი პარ­კში" ამ­ბო­ბენ, რომ ჯა­რი­მე­ბი­სა და პარ­კი­რე­ბის თან­ხის ოდე­ნო­ბას თა­ვად ვერ შე­ამ­ცი­რე­ბენ, რად­გან ეს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა. ამა­ვე დროს, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­მუ­ში­ას მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ჯა­ბა სა­მუ­შია თა­ვის მო­საზ­რე­ბებს გა­გაც­ნობთ, სა­ბო­ლოო დას­კვნის გა­მო­ტა­ნა კი თქვენ­თვის მოგ­ვინ­დი­ა:

- ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც "სითი პარკმა" და­დო, დღეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. რა­ტომ­ღაც, პირ­ვე­ლა­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ის მუხ­ლე­ბი, სა­დაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზეა ლაპარაკი, თბი­ლი­სის მე­რი­ას დღემ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის და­ნა­შა­უ­ლი. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს ქა­ლა­ქის მე­რის, ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­სა და "სი­თი პარ­კის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ით იმ ხა­ნებ­ში შუქ­დე­ბო­და: ამ­ბობ­დნენ, რომ კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, პარ­კი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მთე­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა, მი­წის­ქვე­შა სად­გო­მე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, ახა­ლი ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა, უნ­და აშე­ნე­ბუ­ლი­ყო სახ­ლე­ბი, სა­დაც პარ­კი­რე­ბის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პა­შია და ა.შ... მოკ­ლედ, ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ახა­ლი სიტყ­ვა პარ­კი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამის სა­ნაც­ვლოდ რა მოხ­და? - და­ხა­ზეს თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი და თქვეს - ეს ტე­რი­ტო­რია ჩვე­ნია და ვინც აქ მან­ქა­ნას და­ა­ყე­ნებს, ფუ­ლი უნ­და გა­დაგ­ვი­ხა­დო­სო... (!) არა­ნა­ი­რი ინ­ვეს­ტი­ცია ამ სფე­რო­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, თბი­ლი­სის და­სა­ხა­ზად კი რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რიც საკ­მა­რი­სი­ა. ­სა­მა­გი­ე­როდ, ქუ­ჩე­ბი შე­ა­ვიწ­რო­ვეს და პარ­კი­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეს, რის გა­მოც გან­ტვირ­თვის ნაც­ვლად დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი კი­დევ უფ­რო გა­და­იტ­ვირ­თა და ამ მხრივ ქა­ლაქ­ში და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა.

- ბა­ტო­ნო ჯა­ბა, ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ჩივიან, რომ თან­ხას "სი­თი პარ­კსაც" უხ­დი­ან და ე.წ. სტა­ი­ან­შჩი­კებ­საც...

- ეს კი­დევ ცალ­კე თე­მა­ა! გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და აგ­რე­სია "სი­თი პარ­კი­სად­მი", ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ და­ე­საქ­მე­ბი­ნათ, მათ­თვის ფორ­მე­ბი და­ე­რი­გე­ბი­ნათ და ამ სის­ტე­მი­სათ­ვის ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხე მი­ე­ცათ. დღეს კი რა მი­ვი­ღეთ? - პარ­კი­რე­ბა­ში ფულს ვიხ­დით, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს სფე­რო მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი­ა. ნას­ვა­მი, გა­უ­პარ­სა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩებ­ში დგა­ნან და სა­ჭეს­თან მყო­ფი იძუ­ლე­ბუ­ლი­ა, მა­თაც ფუ­ლი უხა­დოს და კომ­პა­ნი­ა­საც. სხვა­თა შო­რის, ეს ხალ­ხი გი­გი უგუ­ლა­ვამ თა­ვის დრო­ზე მათხ­ოვ­რე­ბად გა­მო­აცხ­ა­და და ეს საქ­ვეყ­ნოდ აღი­ა­რა: თუ გინ­დათ, მი­ე­ცით ამ ხალხს ფუ­ლი და თუ გინ­დათ - არა­ო.... "სი­თი პარ­კის" შე­მო­სა­ვა­ლი ხომ სა­ერ­თოდ ბუნ­დო­ვა­ნი და გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა. ყვე­ლამ იცის, რომ არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ტი­პის ჯა­რი­მა: კერ­ძოდ, 70-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, რო­დე­საც მან­ქა­ნა სა­ჯა­რი­მო­ზე გა­დაჰ­ყავთ, ასე­ვე ათ­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა არას­წო­რი პარ­კი­რე­ბი­სათ­ვის და 50-ლა­რი­ა­ნი შე­სა­ტა­ნი, რო­მელ­საც მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იხ­დი­ან. კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­კი­რე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის 60% მი­დის დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტ­ში, ხო­ლო 40% - "სი­თი პარ­კი­სა­ა". ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა, რაც "სი­თი პარ­კის" მი­ერ შე­მო­სუ­ლა თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში, ეს არის მი­ლი­ონ 800 ათა­სი, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით ორ მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რი. თუ ეს 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რი არის პარ­კი­რე­ბის მთე­ლი შე­მო­სავ­ლის 60%, მა­შინ გა­მო­დის, რომ მთლი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს 3 მი­ლი­ო­ნამ­დე, ცო­ტა უფ­რო ნაკ­ლე­ბიც. გამოდის, თბი­ლის­ში მხო­ლოდ 50 ათა­სი მან­ქა­ნა ყო­ფი­ლა (!), ჩვე­ნი ან­გა­რი­შით კი თბი­ლის­ში, სულ მცი­რე, 300-400 ათა­სი მან­ქა­ნა­ა, თი­თო ოჯახ­ში ზოგ­ჯერ ორი და სა­მი მან­ქა­ნა დგას, რო­მელ­საც "სი­თი პარ­კის" ნე­ბარ­თვა აქვს აღე­ბუ­ლი. მე მაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც "სი­თი პარ­კში" მუ­შა­ობ­დნენ: ინ­სპექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მან­ქა­ნის არას­წო­რად და­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ხალხს 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მას უწე­რენ, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად 380 ათა­სამ­დე ასეთ ჯა­რი­მას აფორ­მე­ბენ, წლე­ბის მან­ძილ­ზე ეს ერ­თგვარ გეგ­მა­სა­ვით იყო. უბ­რა­ლო ან­გა­რი­შით, 3 მი­ლი­ონ 800 ათა­სი ლა­რი "სი­თი პარ­კში" მარ­ტო ათ­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბით შე­დის. ჩვენ და­ვით­ვა­ლეთ და ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მა­ნა­ქა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ა­ში ორი მი­ლი­ო­ნი ლა­რი მა­ინც უნ­და შე­ვი­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მა­ინც 50-ლა­რი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დი­ა. თბი­ლის­ში სულ მცი­რე, 100 ათა­სი მან­ქა­ნაც რომ ვი­ან­გა­რი­შოთ, რო­მელ­საც "სი­თი პარ­კის" ნე­ბარ­თვა აქვს, 5 მი­ლი­ო­ნი მარ­ტო ამ გა­და­სა­ხა­დის წყა­ლო­ბით გროვ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ვი­ან­გა­რი­შოთ, სა­ერ­თო თან­ხა 10 მი­ლი­ონ ლარს სცილ­დე­ბა. ის ხალ­ხი, ვინც კარ­გად იცის ეს სფე­რო, ამ­ტკი­ცებს, რომ მარ­ტო ჯა­რი­მე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 15-დან 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ადის. მაგ­რამ და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი ამ თან­ხას, "სი­თი პარკს" 10 მი­ლი­ო­ნიც რომ ჰქონ­დეს შე­მო­სა­ვა­ლი, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რი მა­ინც უნ­და შეჰ­ქონ­დეს, თუმ­ცა, რო­გორც გითხ­ა­რით, 2 მი­ლი­ო­ნიც კი არ შე­მო­სუ­ლა. ამ ორი­ო­დე წლის წინ კი, დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტ­ში მათ მი­ერ მხო­ლოდ მი­ლი­ო­ნი ლა­რი შე­მო­ვი­და. და­ნარ­ჩე­ნი სად გაქ­რა, ვინ ჭამ­და და ჭამს ამ ფულს, ეს სა­ერ­თოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სას­წავ­ლი თე­მა­ა.­..ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხე, რომ მო­ვიდ­ნენ "სი­თი პარ­კის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დავ­სხდეთ და დე­ტა­ლებ­ში გან­ვი­ხი­ლოთ, რას­თან გვაქვს საქ­მე. უკ­ვე აღარც მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ მივ­მარ­თე - უთხ­რან ხალხს სი­მარ­თლე - მარ­თლა 50 ათა­სი მან­ქა­ნა და­დის თბი­ლის­ში, თუ ცრუ­ო­ბენ?!

ა­ხა­ლი საგ­ზაო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი

პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ნას­ვამ მძღო­ლებს ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა კი არ და­ე­კის­რე­ბათ, არა­მედ მარ­თვის მოწ­მო­ბა 6 თვით ჩა­მო­ერ­თმე­ვათ. იგი­ვეს გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლი 700 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა და მარ­თვის მოწ­მო­ბა ერ­თი წლით ჩა­მო­ერ­თმე­ვა. ხო­ლო თუ მძღო­ლი ნას­ვამ პირს მან­ქა­ნას სა­მარ­თა­ვად გა­დას­ცემს, პირ­ველ ჯერ­ზე 1000 ლა­რით, მე­ო­რე ჯერ­ზე კი 1500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. ამას­თან, უწყ­ვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი გა­ნა­ხევ­რდა - 100 ლა­რის ნაც­ვლად 50 ლა­რი იქ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ქვე­ი­თე­ბი საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 3 ლა­რის ნაც­ვლად, 10 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ