ქარ­თუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონკურსის ათე­ულ­ში

ქარ­თუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონკურსის ათე­ულ­ში

დე­და­მი­წა­ზე ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი თან­და­თან ილე­ვა, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 300 წელი­წად­ში ნახ­ში­რის მა­რა­გი ამო­ი­წუ­რე­ბა, ხო­ლო 100 წე­ლი­წად­ში - ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აირის... მე­ტა­ლურ­გი, სა­წარ­მო­თა ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი თა­მაზ ვა­შა­კი­ძე თა­ვის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­შიც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის ძი­რი­თა­დი წყა­რო­ე­ბია გე­ო­თერ­მუ­ლი ენერ­გია, მზე, ქა­რი. დღე­ვან­დე­ლო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ად­რე ამ­გ­ვარ წყა­როდ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ ჰიდ­რო­რე­სურსს, წყალ­საც. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 26 000 მდი­ნა­რეა, რო­მელ­თაც უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ; ჩვენ­ში ალტერნატიული ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის უფ­რო ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, დღეს დატ­ვირ­თ­ვის მთე­ლი სიმ­ძი­მე ენ­გურ­ჰეს­სა და "თბილ­ს­რეს­ზე", სხვა ელექ­ტ­რო­სად­გუ­რებ­ზე ნა­წილ­დე­ბა. "თბილ­ს­რე­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს აირ­ტურ­ბი­ნუ­ლი სად­გუ­რი, რომლის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ამ­ჟა­მად 30 პრო­ცენტს არ აღე­მა­ტე­ბა, თუმ­ცა, არ­სე­ბობს მი­სი გაზ­რ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასევე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უბე­რავს ქა­რი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რეა 4 მეტ­რი წამ­ში, რაც ქა­რის და­ნად­გა­რე­ბის და­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მზის წლი­უ­რი ინ­სო­ლა­ცია ერთ კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე 1500 კი­ლო­ვატ­სა­ა­თია, რაც შე­სა­ბა­მი­სად, თით­ქ­მის 170 კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტის ტო­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ისე­თი და­ნად­გა­რის შექ­მ­ნა იყო, სა­დაც ენერ­გი­ის რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­როს ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.. ასე შევ­ქ­მე­ნით კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ნად­გა­რი, სა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნეთ ქა­რის, მზი­სა და წყლის ენერ­გია. გა­მო­გო­ნე­ბის "გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ერთ და­ნად­გარ­ზე" პროტოტიპად ავი­ღეთ ამ ტი­პის და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შექ­მ­ნეს ქარ­ხა­ნა "ელექ­ტ­რო­ავ­ტო­მა­ტის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯა­ფა­რი­ძემ და მთა­ვარ­მა ტექ­ნო­ლოგ­მა ვლა­დი­მერ ვაჩ­ნა­ძემ. მოდელი თან­და­თან გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ, - ბორ­ბ­ლის კონ­ს­ტ­რუქ­ცია შევც­ვა­ლეთ, წყლის იმა­ვე დი­ნე­ბა­ზე ის უფ­რო სწრა­ფად ტრი­ა­ლებს და მეტ ენერ­გი­ა­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მაღ­ლ­დე­ბა. ამ აგ­რე­გა­ტის ცალ­კე­უ­ლი და­ნად­გა­რე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იყო, გე­ნე­რა­ტორ­სა და რე­დუქ­ტორს შე­ვუც­ვა­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა 90 გრა­დუ­სით წყლის დი­ნე­ბის მხა­რეს, რა­მაც მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა იმა­ვე და­ნად­გარ­ზე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა 1-დან 20 კი­ლო­ვა­ტამ­დე სიმ­ძ­ლავ­რის ქა­რის და­ნად­გა­რი და მზის ფო­ტო­ვოლ­ტა­ჟის პა­ნე­ლე­ბი 70-დან 140 ვა­ტამ­დე, ამა­ვე დროს, ბორ­ბ­ლის გვერ­დით და­ვა­ყე­ნეთ ორი 1 დან 3 კი­ლო­ვა­ტამ­დე სიმ­ძ­ლავ­რის ჰიდ­რო­ტურ­ბი­ნა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ, შე­სა­ბა­მი­სი გე­ნე­რა­ტო­რი­სა და რე­დუქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამ რვა კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე 15 კი­ლო­ვა­ტი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა. ეს ტივ­ტი­ვა და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო პონ­ტონ­ზე უნ­და იდ­გას, ჩვენს მოწყო­ბი­ლო­ბა­ში რვა 200-ლიტ­რი­ან კას­რ­ზე დგას, და­ნად­გა­რის კარ­კა­სი შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს თხელ­კედ­ლი­ა­ნი მი­ლე­ბის­გან, რაც მე­ტი ტივ­ტი­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ქა­რი­სა და მზის, წყლის ტურ­ბი­ნებ­მა და ბორ­ბალ­მა ერ­თად შე­იძ­ლე­ბა ვერ იმუ­შა­ოს, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­გი­ლი, სა­დაც ერ­თ­მა მა­ინც 30 პრო­ცენ­ტით არ იმუ­შა­ოს, შე­იძ­ლე­ბა ქა­რი იყოს ძლი­ე­რი, მზე ნაკ­ლე­ბად აცხუ­ნებ­დეს, ან პი­რი­ქით, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მას არ ქმნის. დანადგარი შეიძლება განთავსდეს ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე, სა­დაც არის მდი­ნა­რე. ამას­თან, ვი­ნა­ი­დან ღვე­დის ერ­თი მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლია ღვე­დით, რო­მე­ლიც რე­დუქ­ტორ­ზე გა­დას­ცემს ბრუნ­ვა­თა რიცხვს, მი­სი მე­ო­რე მხა­რე შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნად­გა­რის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ - ვე­ნა­ხის შე­სა­წამ­ლი, წის­ქ­ვი­ლი... ეს და­ნად­გა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ "ენერ­ჯი გლობ ავარდ"-ზე წარ­მა­ტე­ბით წარ­ვად­გი­ნეთ, და­ჯილ­დო­ე­ბას 2008 წლის 26 მა­ისს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტი ბა­რო­ზუ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბდა. გა­მო­გო­ნე­ბა ნე­ა­პოლ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა-კონ­კურ­ს­ზე წარ­დ­გე­ნილი 800 ნი­მუ­ში­დან სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში შე­ვი­და.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია