"ქარ­თვე­ლებს სი­შიშ­ვლის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს"

"ქარ­თვე­ლებს სი­შიშ­ვლის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს"

სი­შიშ­ვლე და ერო­ტი­კა - ეს ის თე­მე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე ბევ­რი თა­მა­მი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ალ­ბათ ამი­ტო­მაც ის, ვინც ბე­დავს იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის ხვდე­ბა კრი­ტი­კის ქარ­ცეცხ­ლში. წი­ნა კვი­რას პი­ა­ნისტ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის მკერ­დის გა­მო აგო­რე­ბულ ამ­ბავს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბიც კი შე­იქ­მნა და პი­ა­ნისტს მიმ­დევ­რე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც მას სო­ლი­და­რო­ბას უცხ­ა­დებ­დნენ და თა­ვა­დაც და­დეს ფო­ტო­ე­ბი ბი­უს­ტჰალ­ტე­რის გა­რე­შე.

ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი კი­დევ ბევ­რჯერ ატყ­დე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი­ა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი თე­მე­ბი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, თუმ­ცა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­შია ასე. ზო­გა­დად მთელ მსოფ­ლი­ო­ში სი­შიშ­ვლე პო­პუ­ლა­რუ­ლია და სა­ინ­ტე­რე­სო. რო­დე­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი რამ, ყო­ველ­თვის მსგავ­სი რე­აქ­ცი­ე­ბია ხოლ­მე. შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეჩ­ვე­ვა, უკ­ვე აღარც უკ­ვირს. ზო­გა­დად მხო­ლოდ სი­შიშ­ვლე­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. ალ­ბათ გახ­სოვთ, რა მოხ­და, რო­დე­საც არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნებ­მა შეკ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მზად ასე­თი რა­მის­თვის. ევ­რო­პა­ში თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლი უბი­უს­ტჰალ­ტე­როდ და­დის, მაგ­რამ იქ ეს არა­ვის უკ­ვირს. ჩვენ­თან ამ მხრივ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ა. ეს ვი­დე­ორ­გო­ლი ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა რომ ნა­ხა ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­დევ ერ­თხელ მი­უ­თითებს, ქარ­თვე­ლებს სი­შიშ­ვლის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, თუმ­ცა ეს არ არის ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლი, ეს ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­ა. ჩვენ ყო­ველ­დღე არ ვხე­დავთ ქა­ლის მკერდს, მით უმე­ტეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამი­ტო­მაც იყო ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია