დღეში რამდენი აბორტი კეთდება საქართველოში (+ინფოგრაფიკა)

დღეში რამდენი აბორტი კეთდება საქართველოში (+ინფოგრაფიკა)

პარ­ლა­მენ­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ნი­ხი­ლავს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, აბორ­ტის გა­კე­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გამ­კაც­რ­დე­ბა. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ო­დ დი­დი ნა­წი­ლი აბორ­ტის სა­ერ­თოდ აკ­რ­ძალ­ვას ითხოვს. აბორტის - ორ­სუ­ლო­ბი­სას ნა­ყო­ფის ჩაკ­ვ­ლის სო­ცი­ა­ლურ, ეთი­კურ, სა­მე­დი­ცი­ნო და დე­მოგ­რა­ფი­ულ ას­პექ­ტებ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცია "ე­როვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე, მე­ან-გი­ნე­კო­ლო­გი ლე­ლა რუ­ხა­ძე და სო­ცი­ო­ლო­გი ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე:

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა სა­ვა­ლა­ლოა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღე­ში 90-მდე აბორ­ტი კეთ­დე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი - 300-მდე, რაც ნიშ­ნავს, რომ სა­შუ­ა­ლოდ წე­ლი­წად­ში 100 000 აბორ­ტ­ზე მე­ტი კეთ­დე­ბა, რაც ისე­თი მძი­მე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნი­სათ­ვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, გე­ნო­ციდს, სიკ­ვ­დილს ნიშ­ნავს. არა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ მუც­ლის მოშ­ლა ვნებს ქა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ იმა­საც, რომ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ადა­მი­ა­ნის ნა­ყო­ფი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ისე­თი­ვე სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბაა, რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბა მკვლე­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ყო­ფის, ემ­ბ­რი­ო­ნის დე­დის­გან მოწყ­ვე­ტა მკვლე­ლო­ბაა და, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით უნ­და ის­ჯე­ბო­დეს; ასე რომ, ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის აკ­რ­ძალ­ვას ვითხოვთ, სხვას არა­ფერს...

ლელა რუ­ხა­ძე:

- აბორ­ტის აკ­რ­ძალ­ვა, კა­ნო­ნის რე­გუ­ლა­ცი­ის გამ­კაც­რე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, რომ მი­მარ­თონ სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტ­რა­ცეფ­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბას, მათ შო­რის მე­ქა­ნი­კურს, რო­გო­რიც არის კონ­დო­მე­ბი, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ქუ­დი, ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აბე­ბი და ა.შ.

რო­ცა ქა­ლი აბორ­ტის გა­სა­კე­თებ­ლად მი­დის, ექი­მი მას რამ­დე­ნი­მე დღეს აძ­ლევს და­სა­ფიქ­რებ­ლად, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად; რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, გი­ნე­კო­ლო­გი მას აბორ­ტის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნა­ზე აფ­რ­თხი­ლე­ბენ, მაგ­რამ თუ პა­ცი­ენ­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლია, შე­უძ­ლია შე­ვი­დეს კა­ბი­ნეტ­ში და აბორტი მა­ინც გა­ი­კე­თოს, ამას ვე­რა­ვინ აუკ­რ­ძა­ლავს.აბორტს მი­მარ­თა­ვენ არა­და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი, ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, კეთ­დე­ბა მი­ნი-აბორ­ტე­ბი; ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით აბორ­ტი ორ­სუ­ლო­ბის მე-12 კვი­რამ­დეა და­საშ­ვე­ბი, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის­ჯე­ბა, თუმ­ცა ბო­ლო დროს აბორ­ტე­ბის რიცხ­ვ­მა იკ­ლო.

- ხში­რად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ციფ­რებ­საც ასა­ხე­ლე­ბენ...

- ასე არ არის. სტა­ცი­ო­ნარ­ში ე.წ. დი­დი აბორ­ტე­ბი კეთ­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუ ნა­ყოფს თან­და­ყო­ლი­ლი, სი­ცოცხ­ლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი დე­ფექ­ტი, სი­მა­ხინ­ჯე აქვს. არის გარ­კ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია - გიგ­რო­მა, სქე­ლი კის­რის ნა­კე­ცი, მშო­ბი­ა­რო­ბის 21-22 კვი­რამ­დე ეს დე­ფექ­ტი ვლინ­დე­ბა და შემ­დეგ ნა­ყო­ფის გა­მო­ძე­ვე­ბა ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მა იდ­გ­მე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ცი­ენტს ამ­შო­ბი­ა­რე­ბენ, ეს მხო­ლოდ დად­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბისას ხდე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ნა­ყოფს გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ, თუ­კი მი­სი გუ­ლის ცე­მა ჩერ­დე­ბა. ნა­ყოფ­ში და­უ­ნის სინ­დ­რო­მის გა­მოვ­ლე­ნა 17-18 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბი­სას უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, დე­დას აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს, რომ მი­სი შვი­ლი ამ სინ­დ­რო­მით და­ი­ბა­დე­ბა და თვი­თონ წყვეტს, გა­ა­ჩი­ნოს თუ არა. აბორტი კეთ­დე­ბა მა­შინ, რო­ცა მშო­ბი­ა­რო­ბა ქა­ლის სი­ცოცხ­ლეს აშ­კა­რა საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის, ან მძი­მე პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სას, რო­გო­რიც არის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის რთუ­ლი ფორ­მა, თირ­კ­მ­ლის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მშო­ბი­ა­რე იღებს - ზოგ­მა ქალ­მა იცის, რომ რის­კავს, მაგ­რამ შვილს მა­ინც აჩენს, ბევ­რი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა კე­თი­ლა­დაც მთავ­რ­დე­ბა.

ლელა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი:

- საქართველოში ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტი, ანუ რო­ცა ბავ­შ­ვის სქე­სის გა­გე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლე­ბი წყვე­ტენ, რომ ნა­ყო­ფი, უმე­ტეს­წი­ლად მდედ­რო­ბი­თი სქე­სის, მო­ი­შო­რონ, რაც მხო­ლოდ ვე­ლუ­რო­ბად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. ეკ­ლე­სია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი წრე­ე­ბი აბორ­ტის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას, მის და­ნა­შა­უ­ლად გა­მოცხა­დე­ბას ითხო­ვენ, ეს მე­თო­დი არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია ნა­ცა­დი და ზო­გან დღემ­დე მოქ­მე­დებს, მაგ­რამ ეს პა­ნა­ცეა არ არის, პი­რი­ქით - ხში­რად კი­დევ უფ­რო ამ­ძი­მებს დე­მოგ­რა­ფი­ულ ფონს და დიდ ზი­ანს აყე­ნებს ქა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში აბორ­ტის კე­თე­ბა იატაკ­ქ­ვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს, მომ­რავ­ლ­დე­ბი­ან აბორ­ტ­მა­ხე­რე­ბი და ეს ბევ­რად უფ­რო ვე­ლურ ფორ­მას მი­ი­ღებს, ვიდ­რე ახ­ლაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სი­ცოცხ­ლის" სა­მე­დი­ცი­ნო და რე­ლი­გი­უ­რი გა­გე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ნა­ყო­ფი ჩა­სახ­ვის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცოცხა­ლია, მე­დი­ცი­ნა კი იმ დრო­ი­დან მი­იჩ­ნევს ცოცხ­ლად, რო­ცა ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ფორ­მი­რე­ბუ­ლია, ტკი­ვი­ლის გან­ც­და აქვს და ამის მი­ხედ­ვით ად­გე­ნენ, რო­დის არის და­საშ­ვე­ბი აბორ­ტის გა­კე­თე­ბა. ცხა­დია, არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ აბორ­ტი ძალ­ზე სა­ზი­ა­ნოა ქა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის; ქა­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ მა­ღა­ლია რის­კი, ამის შემ­დეგ შვი­ლი აღარ ეყო­ლოთ.

ინფოგრაფიკა: ნაყოფის განვითარება 6-დან 20 კვირამდე

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია