ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ხელისუფლებაში

ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ხელისუფლებაში

რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ადა­მი­ანს რა­ი­მე საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე იწყებს ფიქრს, ჰყავს თუ არა ამ კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი თუ ნა­თე­სა­ვი. ისიც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაც­ნობ-მე­გობ­რო­ბით გასაკეთებელი საქ­მის გა­ი­­ო­ლე­ბას ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს გა­და­ვეჩ­ვე­ვით. მა­გა­ლი­თად, ამ მე­თო­დით სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნას.

თუმ­ცა კერ­ძო სექ­ტორ­ში ცო­ტა სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ციაა. ბიზ­ნეს­მენს, რა თქმა უნ­და, ვე­რა­ვინ აუკ­რ­ძა­ლავს, რომ თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ნა­თე­სა­ვი ან მე­გო­ბა­რი და­ა­საქ­მოს. თუმ­ცა ბიზ­ნეს­მე­ნი იმას მო­ითხოვს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი საქ­მეს კარ­გად უძღ­ვე­ბო­დეს -ხათ­რი­სა და ძმა­კა­ცო­ბის­თ­ვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვის გა­მო თა­ვის კომ­პა­ნი­ას არა­ვის და­აქ­ცე­ვი­ნებს. მა­შინ ის არ ყო­ფი­ლა კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნი. ამი­ტომ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებ­ში ყო­ველ­თ­ვის უფ­რო იოლია სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბაც და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლაც. თუმ­ცა ზოგ­ჯერ ხდე­ბა ისეც, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს უშუ­ა­ლოდ არ ადევ­ნებს თვალ­ს­ (­მათ შო­რის სა­კად­რო სა­კითხ­საც) და ამას მე­ნე­ჯერს ან­დობს, თუ ბიზ­ნეს­მენ­მა მე­ნე­ჯე­რის შერ­ჩე­ვა­ში შეც­დო­მა და­უშ­ვა და ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა სა­კად­რო სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა ნა­თე­სა­ურ-ხათ­რი­ჯა­მო­ბის პრინ­ცი­პით და­იწყო, რო­გორც წე­სი, ასე­თი კომ­პა­ნი­ის საქ­მე­ე­ბი უკან-უკან მი­დის ხოლ­მე.

სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ციაა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში. პირ­ველ რიგ­ში ის უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ­ (­და ამა­ზე ექ­ს­პერ­ტებ­საც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რი­ათ), რომ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ქვე­და და სა­შუ­ა­ლო რგო­ლებ­ში უფ­რო მე­ტი ხელ­ფა­სია, ვიდ­რე იმავე პო­ზი­ცი­ა­ზე კერ­ძო სექ­ტორ­ში. ელე­მენ­ტა­რულ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ -კერ­ძოდ, სსიპ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მაც­ნე" აცხა­დებს დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სი­ას, ანაზღა­უ­რე­ბა 400 ლა­რი, კერ­ძო სექ­ტორ­ში ამ ტი­პის სამ­სა­ხურ­ში სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბა უფ­რო და­ბა­ლია. აღა­რა­ფერს ვიტყ­ვით იმა­ზე, რომ მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი სა­მი­ნის­ტ­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ჯერჯე­რო­ბით ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 2.350 ლა­რია; ერთ-ერ­თი უწყე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ხელ­ფა­სი კი -2.930 ლარს შე­ად­გენს. უფ­რო შთამ­ბეჭ­დავ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ -9 დე­კემ­ბერს ამო­ი­წუ­რა გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ტა­ნის ვა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის, ვინც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა, ხელ­ფა­სის სა­ხით 4.000-5.000 ლარს მი­ი­ღებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბა კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა. მართალია, იზ­რ­დე­ბა და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, თუმ­ცა სულ რა­ღაც 1,8%-ით, ხო­ლო შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით თით­ქ­მის 25%-ით მე­ტია, რაც, ექ­ს­პერ­ტე­ბის თქმით, შთამ­ბეჭ­და­ვი ზრდაა, მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ანაზღა­უ­რე­ბა ისე­დაც მა­ღა­ლია.

სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდას კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბით ხსნი­და და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი იყო, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა და, ზოგ­ჯერ არ­ც­თუ რთუ­ლი სა­მუ­შაო, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის ნე­პო­ტიზ­მის საფ­რ­თხეს. კერ­ძოდ, შე­საძ­ლოა, ამოქ­მედ­დეს პრინ­ცი­პი -"სჯობს, ეს ხელ­ფა­სი ჩე­მი­ან­მა აიღოს, ვიდ­რე სხვამ". არის სა­ბი­უ­ჯე­ტო ფუ­ლი, ნაკ­ლე­ბი კონ­ტ­რო­ლი, თა­ვის მარ­თ­ლე­ბის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა ასე­თი მიდ­გო­მით, ერ­თი მხრივ, საქ­მე ფუჭ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც კონ­კ­რე­ტულ სა­მი­ნის­ტ­რო­ში, დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში თუ სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არ ჰყავთ, გზა ეკე­ტე­ბათ წინ­ს­ვ­ლის­კენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რომ სა­კად­რო სა­კითხს კლა­ნურ-პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით წყვეტ­და, ძვე­ლი ამ­ბა­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ალ­ბათ, დროა, სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვარ­დეს ნე­პო­ტიზ­მის პრობ­ლე­მაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში.

არა­და, ეს კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ამას კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რე­ბს. კერ­ძოდ, 2013 წლის ზაფხულ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლომ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2013 წლის გლო­ბა­ლუ­რი კო­რუფ­ცი­ის ბა­რო­მეტ­რი. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რეს­პონ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ნე­პო­ტიზ­მი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში. კითხვაზე: რამ­დე­ნად სა­ჭი­როა პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას? გა­მო­კითხულ­თა 38%-მა უპა­სუ­ხა, რომ ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხო­ლო 15%-ს მი­აჩ­ნია, რომ ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი რიცხ­ვია. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქარ­თულ­მა წარ­მო­მა­დგენ­ლო­ბამ კი­დევ ერ­თი კვლე­ვა ა.წ. ზაფხუ­ლის მი­წუ­რულს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სულ ცო­ტა, 5 638 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და­ითხო­ვეს და 7 800 ახა­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მი­ი­ღეს, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ 4%, ანუ 257 და­ი­ნიშ­ნა კონ­კურ­სის მი­ხედ­ვით. და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში კონ­კურ­სი არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლა.

ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლოს" პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

-თუ რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­ში და­ა­საქ­მეს უკონ­კურ­სოდ ადა­მი­ა­ნე­ბი -გა­მო­ყო­ფა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან თით­ქ­მის ყველ­გან ერ­თი და იგი­ვე ხდე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნო­ნი იძ­ლე­ო­და იმის სა­შუა­ლე­ბას, რომ ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ კონ­კურ­სი და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი და­ე­ნიშ­ნათ. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, 2013 წლის ივ­ლი­სი­დან უკ­ვე უნ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო კონ­კურ­სე­ბი, მაგ­რამ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს და ეს ვა­და გა­დას­წი­ეს სა­შუ­ა­ლო და ქვე­და დო­ნე­ზე 2014 წლის 1-ელ იან­ვ­რამ­დე და ზე­და დო­ნე­ზე, რო­გორც მახ­სოვს, ზაფხუ­ლამ­დე. ეს ახ­ს­ნეს იმით, რომ თით­ქოს ამ კონ­კურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ. ეჭ­ვი მაქვს, რომ ვა­და შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­დას­წი­ონ. ამის გარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო იქაც, სა­დაც კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოგ­ვი­წია ამ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ. მა­გა­ლი­თად, რიგ შემ­თხვე­ვა­ში სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ე­ბი არ იყო შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი,ბევ­რი კითხ­ვა ჩნდე­ბო­და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, ხა­შურ­ში, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთ კონ­კურ­ს­ზე, კო­მი­სი­ის წევ­რი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სვამ­დ­ნენ კითხ­ვებს, რომ­ლე­ბიც საქ­მეს­თან სულ არ იყო კავ­შირ­ში. გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სებ­ზე, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, წე­რი­თი კომ­პო­ნენ­ტი არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად ზე­პი­რი გა­სა­უბ­რე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და. წე­რი­თი კომ­პო­ნენ­ტი­სას უფ­რო ად­ვი­ლია შე­დე­გე­ბის ნახ­ვა და გა­სა­ჩივ­რე­ბაც. სა­ბო­ლო­ოდ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მე­ბი არა მხო­ლოდ ნე­პო­ტიზ­მის საფ­რ­თხეს, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შერ­ჩე­ვის და ათა­სი სხვა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

სხვა­თა შო­რის, ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხში­რად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბაც მხო­ლოდ შირ­მაა, რო­გორც წე­სი, ჩი­ნო­სანს წი­ნას­წარ ჰყავს შერ­ჩე­უ­ლი კონ­კ­რე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მხო­ლოდ ფიქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, შე­დე­გად კი, შე­საძ­ლოა, მას­ზე ბევ­რად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი სამ­სა­ხურს მიღ­მა რჩე­ბა.

აქ­ვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყ­ვა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პირ­თა კონ­კურ­სის შე­დე­გებს. "კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მხა­რე­ე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სა თუ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ღია მხარ­და­ჭე­რა­ზე. სა­უ­ბა­რი იყო, ასე­ვე, ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პირ­თა შერ­ჩე­ვა­ზე ნა­თე­სა­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი ნიშ­ნით, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თა შო­რის, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მარ­თ­ლაც იკ­ვე­თე­ბა ნე­პო­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბი". -ეს არის ამო­ნა­რი­დი იმ წე­რი­ლი­დან, რომ­ლი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა: "სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლომ" და "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ" სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­უ­წო­დეს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის კონ­კურ­სე­ბი სა­მარ­თ­ლი­ან, თა­ნას­წორ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე გა­რე­მო­ში გა­მარ­თოს.

ამ­გ­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც იჩენს თავს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "25-ე არ­ხის" ეთერ­ში ნე­პო­ტიზ­მის თა­ო­ბა­ზე ჰკითხეს, მან გა­ნაცხა­და, რომ მი­სი ახ­ლობ­ლე­ბი აჭა­რა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ნამ­დ­ვი­ლად ინიშ­ნე­ბი­ან. "უც­ნობს არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მივ­ცემ რე­კო­მენ­და­ცი­ას, მე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს", -ბრძა­ნა მურ­მან დუმ­ბა­ძემ.

გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ, მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო და ქვე­და რგო­ლე­ბის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ობი­ექ­ტუ­რი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მუდ­მი­ვად ვიტ­რი­ა­ლებთ ნე­პო­ტიზ­მის მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ თუ მი­ვი­ღეთ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის არ­მია, ამან ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლოა, იმა­ზე მე­ტი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნოს, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე მძლავ­რ­მა სტი­ქი­ამ.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა