დღის მეორე ნახევრიდან თბილისში თოვლია მოსალოდნელი

დღის მეორე ნახევრიდან თბილისში თოვლია მოსალოდნელი

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში წუხელ, ღამით ყინვა დაფიქსირდა, ჰაერის ტემპერატურის მცირედით დათბობასთან ერთად, თოვა სავარაუდოდ, დღეს 14.00-15.00 საათის შემდეგ დაიწყება. მათ შორის თბილისშიც.

აღმოსავლეთ საქართველოში 13 დეკემბრის დილამდე ითოვებს.

ამასთან, დღეს დასავლეთ საქართველოში თოვა ყველგან შეწყდა.

სინოპტიკოსები 14 დეკემბრის ღამით ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვა -7 გრადუსი; მაღალმთაში -22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, მაღალმთაში -20 გრადუსი იქნება, თბილისში - 6.

14-15 დეკემბერს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი.

სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, 14 დეკემბრის ბოლოს დასავლეთ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება. უმეტეს რაიონებში თოვა და თოვლჭყაპი იქნება. ასევე ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 16 დეკემბრიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს და შედარებით დათბება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია