რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - საერთაშორისო კვლევის შედეგები

რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - საერთაშორისო კვლევის შედეგები

ბრიტანულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია The Charities Aid Foundation-მა ყოველწლიური რეიტინგი წარადგინა - რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანები.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლევა 135 ქვეყანაში აწარმოეს, გამოკითხვაში მსოფლიო მოსახლეობის 94% (დაახლოებით 4.9 მილიარდი ადამიანი) მონაწილეობდა; პროექტის ორგანიზატორებმა თითოეულ ერს საკუთარი ინდექსი მიანიჭეს. ინდექსი შემდეგი ტიპის შეკითხვებით შეიქმნა: რამდენად ხშირად წირავენ ფულს ქველმოქმედებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებიან უცხოებს, მოხალისედ თუ გიმუშავიათ რომელიმე ორგანიზაციაში.

2013 წლის ყველაზე ქველმოქმედი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა შეერთებული შტატებია; ამერიკელები ქველმოქმედებაში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2012 წელს წინა წლებთან შედარებით 200 მილიონით გაიზარდა ქველმოქმედთა და სხვადასხვა ორგანიზაციებში მოხალისედ მომუშავეთა რიცხვი. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, ფულის გადარიცხვის შემთხვევაში, კაცებთან შედარებით ქალები უფრო აქტიურობენ, თუმცა მოხალისედ მუშაობის მსურველთა რიცხვის პროცენტული მაჩვენებელი ორივე სქესში თანაბარია.

საქართველოს მსოფლიო ინდექსია 116 ქულა - 20%, უცხო ადამიანთა დახმარების რეიტინგში 101-ე პოზიციაზეა 38%-ით, ხოლო ფულის გადარიცხვის ნუსხაში 135-ე ადგილზე 3% -ით, მოხალისედ მუშაობის რეიტინგში საქართველო 68-ე ადგილს იკავებს 18%-ით.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მიანმარი, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდი, ყატარი, შრი-ლანკა.

მომზადებულია The Charities Aid Foundation-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია