"ზურაბ ჟვანიას საქმე რამდენიმე თვეში გაიხსნება"

"ზურაბ ჟვანიას საქმე რამდენიმე თვეში გაიხსნება"

ზურაბ ჟვანიას საქმე რამდენიმე თვეში გაიხსნება, - ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების პროცესი საკმაოდ წარმატებით, ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს თვეებში დასრულდება. როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმამ აღნიშნა, საქმის შესახებ უფრო დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან გამოძიების პროცესს ზედმეტი აჟიოტაჟი ნამდვილად არ უწყობს ხელს.

"გამოძიების პროცესი არის ძალიან კომპეტენტური ხალხის ხელში. მე ინტენსიური კონტაქტი მაქვს მათთან. ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, ერთი წელიც არ გაგრძელდება, ეს საქმე გაიხსნება რამდენიმე თვეში", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა