რატომ მოიკლა ლევან გოგიჩაიშვილის ძმამ ციხეში თავი

რატომ მოიკლა ლევან გოგიჩაიშვილის ძმამ ციხეში თავი

დაახლოებით ერთი წლის წინ პოლიტპატიმრის სიით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში'' მუშაობს. უახლოეს მომავალში დაოჯახებას არ გეგმავს, თუმცა ამ თემაზე ბევრს არც ლაპარაკობს.

''ოჯახის წევრებისთვის ვერ გავიზარდე''

- ფოტოზე დედაჩემის მამასთან, შოთა მაღლაკელიძესთან ერთად ვართ მე და ჩემი ძმები. ბაბუა სამამულო ომის მონაწილე გახლდათ. სამხედრო ექიმი იყო და ფაქტობრივად ომის დაწყებიდან ბოლო დღემდე იქ იყო. ძალიან ხშირად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ტულის ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაბუას ეამაყებოდა სამხედრო ფორმა. ჩვენთან სტუმრად სულ სამხედრო ფორმით მოდიოდა და საბავშვო ბაღშიც ასე გამოწყობილი მაკითხავდა.

- ამაყობდით, ბაბუას რომ ამდენი მედალი ჰქონდა?

- მახსოვს, სკოლაში ხშირად ვყვებოდი, ბაბუაჩემი ფირალი იყო-მეთქი. მამაჩემის ბაბუაზე ვამბობდი, რომელიც გურული ფირალი იყო. ერთხელ სკოლაში დედაჩემის მამა ჩინ-მედლებით შემკობილი რომ მოვიდა, გაგიჟდა მასწავლებელი, ესაა ყაჩაღიო? - მკითხა. ბაბუა სულ გვიყვებოდა ომში გადახდენილ ამბებს. ხშირად ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვიყავი და უამრავი სპირტი იყო ჩემს ხელში, ერთი წვეთიც არ დამილევია და ამან გადამარჩინაო. ის ადამიანები, რომლებიც სვამდნენ, უმეტეს შემთხვევაში იღუპებოდნენ, აფექტის მომენტში პირდაპირ მიდიოდნენ სიკვდილზეო.

- მომდევნო ფოტოზე კი ბებიასთან ერთად ხართ.

- ფოტოზე მამის დედასთან ერთად ვარ, რომელიც ასევე ექიმი იყო. მამა ჩემზე ორმოცი წლითაა უფროსი, შესაბამისად, დედამისიც დიდი იყო, მე რომ დავიბადე. პატარა ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა.

- მშობლები რას საქმიანობენ?

- მამა წარმოშობით ბათუმელია. თბილისში უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ცხოვრობს. ბათუმში თითქმის ყოველ წელს ჩავდივართ დასასვენებლად. მამა, აკაკი გოგიჩაიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დედა დიასახლისია, სამ ბიჭს გვზრდიდა. მე, ირაკლის და გიას. ოჯახში მე ყველაზე პატარა ვარ.

- ძმები ერთმანეთს გარეგნულად არ ჰგავხართ.

- ბავშვობაში არ ვგავდით, მაგრამ რომ გავიზარდეთ, იერით ერთმანეთს დავემსგავსეთ. მეუბნებიან, რომ ირაკლის შვილები ძალიან მგვანან.

- ბავშვობაში არდადეგებს სად ატარებდით?

- ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ჩავდიოდით. დაახლოებით ორ თვეს იქ ვატარებდით და მერე გურიაში მივდიოდით, ბოლოს კი ბათუმში. ოჯახური ფოტო ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი დასვენების დროს გადავიღეთ. მე რომ დავბადებულვარ, ჩემი ძმა, გია, სოფელში ყოფილა იმერეთში და თურმე ველოსიპედით მოდიოდა და თან მღეროდა, ''სამნი ძმანი გურულები მიდიოდნენ ყანასაო". გარშემო სულ იმერლები გვყავდნენ და უფრო მეტად იმერეთში ვიყავით, ამიტომ გვიჩნდებოდა გურულობის ნოსტალგია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ