დაჯარიმდებიან თუ არა მინისტრები

დაჯარიმდებიან თუ არა მინისტრები

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რ­მა თეა წუ­­ლუ­კი­ან­მა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­ნაცხა­და, რომ ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. ამ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის არ­ს­ზე კო­მენ­ტა­რი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე გო­ჩა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს ვთხო­ვეთ:

- ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნი­სა­გან. ხში­რად დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი ისეა შეჩ­ვე­უ­ლი ამას, რომ ეს ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ჰგო­ნია. თუნ­დაც ის ფაქ­ტი რად ღირს, რომ ბო­ლო კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ქა­ლე­ბის რიცხ­ვი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა კი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ფორ­მაა. ასეთ გა­რე­მო­ში აუცი­ლე­ბე­ლია ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტია აღ­სა­ნიშ­ნა­ვი: ის ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის­გან, ანუ არა­თა­ნა­ბა­რი მოპყ­რო­ბის­გან დაც­ვას, რო­გო­რი­ცაა იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, ქა­ლე­ბი და სხვა; კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი აზუს­ტებს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის­გან და­ცულ სა­ფუძ­ვ­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა სა­ფუძ­ვ­ლებ­თან ერ­თად იკ­რ­ძა­ლე­ბა დის­კ­რი­მი­ნა­ცია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის, დე­დო­ბის და ფეხ­მ­ძი­მო­ბის, დევ­ნი­ლო­ბის, რე­ლი­გი­ის ან რწმე­ნის მი­ხედ­ვით; კა­ნონ­პ­რო­ექტს შე­მო­აქვს ე.წ. მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ერ­თ­დ­რო­უ­ლი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ცნე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სათ­ვის. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი უშ­ვებს ე.წ. `გო­ნივ­რუ­ლი მი­სა­და­გე­ბის~ გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­საქ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მ­დე­ბი­ან ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რომ არც მი­სი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი შე­ი­ლა­ხოს და არც თა­ნამ­შ­რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­ცა კომ­პა­ნი­ა­ში შა­ბათ-კვი­რას მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნის გა­მო სურთ და­ეს­წ­რონ წირ­ვას. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იქ­მ­ნე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის ინ­ს­პექ­ტო­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მი­ნის­ტ­რე­ბიც კი და­ა­ჯა­რი­მოს, თუ მათ ქმე­დე­ბას დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი ეფექ­ტი მოჰ­ყ­ვა.

-გა­ბე­და­ვენ კი ინ­ს­პექ­ტო­რე­ბი მი­ნის­ტ­რე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას?

-მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ეძ­ლე­ბა და გა­ა­კე­თებს კი­დეც ამას. ინ­ს­პექ­ტო­რი და­ა­ჯა­რი­მებს ნე­ბის­მი­ერს ქმე­დე­ბის­თ­ვის, რო­მელ­შიც იკ­ვე­თე­ბა არა­თა­ნა­ბა­რი მოპყ­რო­ბის ნიშ­ნე­ბი. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ეხე­ბა არა მარ­ტო სა­ჯა­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტებს, არა­მედ კერ­ძო სფე­რო­საც.

-რე­ფორ­მე­ბის ჭრილ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა სა­კითხი, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის ბრენ­დის ექ­ს­პორტს ეხე­ბა. რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბული იმ­პორ­ტით და რა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის `სარ­გე­ბე­ლი~ ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

-სა­მი­ნის­ტ­როს სტრა­ტე­გია და პო­ლი­ტი­კა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მო­დე­ლის ექ­ს­პორტს სხვა ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფორ­მად გა­ნი­ხი­ლავს. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი, რო­მე­ლიც ერ­თი სარ­კ­მ­ლის პრინ­ციპს ეყ­რ­დ­ნო­ბა, კო­რუფ­ცი­ი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის კარ­გი გა­მოვ­ლე­ნაა. ამ მო­დე­ლის ექ­ს­პორ­ტი გარ­კ­ვე­უ­ლი საზღა­უ­რის ფა­სად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ მო­ი­გებს ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი ქვე­ყა­ნაც და ჩვენც. თუ ამის გა­კე­თე­ბა გა­უძ­ნელ­დე­ბა, შე­ვეც­დე­ბით, პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ინ­ს­ტი­ტუ­ტებს და­ვა­ფი­ნან­სე­ბი­ნოთ. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ში, სის­წ­რა­ფე­სა და ხა­რის­ხ­შია. დღეს­დღე­ო­ბით ამ ბრენ­დის იმ­პორ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ლი­ბია, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, არ­გენ­ტი­ნა, სლო­ვა­კე­თი, ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯ­ვის პრო­ცეს­ში ვართ მექ­სი­კას­თან, ინ­დო­ნე­ზი­ას­თან, კოს­ტა-რი­კა­სა და სუ­რი­ნამ­თან, სა­დაც ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი ვი­ზი­ტი იგეგ­მე­ბა. ვცდი­ლობთ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის მო­დე­ლის ექ­ს­პორ­ტი გახ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კითხი. რო­ცა ფარ­გ­ლებს გა­რეთ გა­გაქვს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მო­დე­ლი, რო­გორც კარ­გი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ნი­მუ­ში, ის ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი ხდე­ბა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა