რო­დის გვექ­ცე­ვა მარ­ხ­ვა სას­ჯე­ლად - რჩევები მორწმუნეებს

რო­დის გვექ­ცე­ვა მარ­ხ­ვა სას­ჯე­ლად - რჩევები მორწმუნეებს

შო­ბის მარ­ხ­ვას, რო­მე­ლიც ნო­­ემ­ბ­რის ბო­ლო დღე­ებ­ში იწყე­ბა და 7 იან­ვ­რამ­დე გრძელ­დე­ბა, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი კრძალ­ვი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ინა­ხა­ვენ: ამ დროს მხო­ლოდ სა­მარ­ხ­ვო საკ­ვებს იღე­ბენ და მცი­რე თუ დი­დი ცოდ­ვე­ბი­სა­გან თავს იკა­ვე­ბენ. და­საშ­ვე­ბია თუ არა მარ­ხ­ვის დროს ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რი მე­უღ­ლე­ებს შო­რის? - ამ კითხ­ვა­ზე წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი ლა­ზა­რე დუ­ლუ­ზა­უ­რი გვი­პა­სუ­ხებს:

- უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ამ შე­კითხ­ვით მარ­თ­ლაც ბევ­რი მოგ­ვ­მარ­თავს. ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რის აკ­რ­ძალ­ვა შე­იძ­ლე­ბა და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლიც კი აღ­მოჩ­ნ­დეს ეკ­ლე­სი­ა­ში ახ­ლად მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­ბა­შად რომ ავუკ­რ­ძა­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა მან სა­ერ­თოდ გა­და­ი­ფიქ­როს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, ამი­ტომ ვურ­ჩევთ და ვე­უბ­ნე­ბით: მო­ე­რი­დონ ფი­ზი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ოთხ­შა­ბათს და პა­რას­კევს, ზი­ა­რე­ბის წინ და ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ დღე­ებ­ში. თუ ადა­მი­ა­ნი არ არის დი­დი ხნის მრევ­ლი და არა აქვს იმ­დე­ნი სუ­ლი­ე­რე­ბა, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, წე­სით, თუ მარ­ხ­ვას იცავ, უნ­და და­იც­ვა რო­გორც სუ­ლი­ე­რად, ასე­ვე ხორ­ცი­ე­ლა­დაც. ადა­მი­ა­ნი მარ­ხ­ვა­ში უნ­და გლო­ვობ­დეს და თა­ვის სურ­ვი­ლებ­ზე უარის თქმაც უნ­და შე­ეძ­ლოს. ამ­გ­ვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი და­საშ­ვე­ბია, რო­ცა ადა­მი­ანს ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი აქვს მარ­ხ­ვაც და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბაც.

- მა­მა ლა­ზა­რე, ალ­ბათ მსგავ­სი გა­მო­ნაკ­ლი­სი და­საშ­ვე­ბია მა­ში­ნაც, რო­ცა მე­უღ­ლე­ებს შო­რის ერ­თი მარ­ხუ­ლობს, მე­ო­რე კი - არა.

- დი­ახ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვაძ­ლევთ ასეთ კურ­თხე­ვას, რო­დე­საც ერთ-ერ­თი მარ­ხუ­ლობს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე მარ­ხუ­ლობ­დეს და ადა­მი­ა­ნის უძ­ლუ­რე­ბის გა­მო მოძღ­ვარ­მა მა­ინც და­უშ­ვას გა­მო­ნაკ­ლი­სი.ჩვენს მრევლს ვერ მოვ­თხოვთ შე­ას­რუ­ლოს ის, რაც მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა, ადა­მი­ა­ნი რა სიმ­ძი­მის აწე­ვა­საც შეძ­ლებს, იმას უნ­და შე­ე­ჭი­დოს. მოძღ­ვარ­მა ხომ იცის, რა სუ­ლი­ე­რე­ბა აქვთ მის სუ­ლი­ერ შვი­ლებს და ამის მი­ხედ­ვით მო­ითხოვს მათ­გან მცნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა დი­დი ხნის მრევ­ლიც იყოს, შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე ცოლ-ქმა­რი ეკ­ლე­სი­უ­რი იყოს, მაგ­რამ მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით მოძღ­ვარ­მა ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი მა­ინც და­უშ­ვას. ეკ­ლე­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვენს სი­სუს­ტეს და ცდი­ლობს ყვე­ლა ადა­მი­ანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­უდ­გეს. აქ­ვე უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ერ­თი რამ: შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი მარ­ხ­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს იცავ­დე, მაგ­რამ ყვე­ლას გა­ნი­კითხავ­დე, ბრა­ზობ­დე და ოჯა­ხის წევ­რებ­საც ისეთ დღე­ში აგ­დებ­დე, რომ შენს მარ­ხ­ვას აზ­რი აღარც ჰქონ­დეს, შე­საძ­ლოა იმ­რუ­შო ან სხვა რამ და­ა­შა­ვო.

- ესე იგი, სუ­ლი­ე­რი მარ­ხ­ვა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო აღ­მა­ტე­ბუ­ლია ხორ­ცი­ელ­ზე?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. თუ­კი ადა­მი­ა­ნი მარ­ტო საკ­ვე­ბით მარ­ხუ­ლობს, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცოდ­ვებს ჩა­ი­დენს, მა­შინ შე­საძ­ლოა, ეს მარ­ხ­ვა მას სას­ჯე­ლა­დაც ექ­ცეს. უპი­რა­ტე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის სურ­ვილს, მის ნე­ბა­სა და მოთ­მი­ნე­ბას, რა შე­უძ­ლია მას და რა - არა. ადა­მი­ა­ნი ნელ-ნე­ლა უნ­და იზ­რ­დე­ბო­დეს სუ­ლი­ე­რე­ბა­ში, თუ მას არა აქვს უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და არ იცის, რის გა­მო იკა­ვებს თავს, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­გე­ბა - რა­ტომ ამ­ბობს უარს გემ­რი­ელ საკ­ვებ­ზე ან სხვა ფი­ზი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბებ­ზე. ჩვენც ყვე­ლა ადა­მი­ანს მი­სი სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვექ­ცე­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ: ჩვილ ბავშვს ერ­თ­ბა­შად ხომ არ ვაძ­ლევთ პურ­სა და ხორცს? ასე­ვე ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ა­შიც: ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­ბა­შად რომ აღუკ­ვე­თოთ, ის სა­ერ­თოდ აღარ მო­ვა ტა­ძარ­ში. ისე­დაც ბევრს ჰგო­ნია, რომ ეკ­ლე­სია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ზღუ­დავს და ყვე­ლა­ფერს კრძა­ლავს. რო­დე­საც და­ვა­ნა­ხებთ, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სიყ­ვა­რუ­ლია და არა აკ­რ­ძალ­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უფ­ლის სიყ­ვა­რულს ის­წავ­ლის, მას აღარც დას­ჭირ­დე­ბა რა­ღა­ცის აკ­რ­ძალ­ვა და მი­თი­თე­ბა. მოძღ­ვ­რე­ბი ისე­დაც ძა­ლი­ან ვფრთხი­ლობთ, რად­გან ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვე­პა­როს ადა­მია­ნის ღირ­სე­ბა ან ნაკ­ლი, ან მრევ­ლი აღ­სა­რე­ბის დროს არ იყოს ბო­ლომ­დე გახ­ს­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ტვირ­თი ავ­კი­დოთ, რო­მელ­საც ვერ მო­ე­რე­ვა. ამი­ტომ სუ­ლი­ე­რი შვი­ლიც გახ­ს­ნი­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლი უნ­და იყოს მოძღ­ვარ­თან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ უკა­ნას­კ­ნელს აღარ გა­უ­ჭირ­დე­ბა მი­სი და­ყე­ნე­ბა სწორ გზა­ზე და სუ­ლი­ე­რი გაზ­რ­და. ძალ­ზე ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ქმა­რი არ არის ეკ­ლე­სი­უ­რი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სუ­ლი­ერ შვილს ვურ­ჩევთ, რომ უმ­ჯო­ბე­სია ქმარს და­ე­მორ­ჩი­ლოს, მარ­თა­ლია, მარ­ხ­ვას გა­ტეხს, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სი ჩვენ­თ­ვის ოჯა­ხის მთლი­ა­ნო­ბა, მორ­ჩი­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა მორ­წ­მუ­ნემ მე­უღ­ლეს შე­ახ­სე­ნოს, რომ მარ­ხ­ვაა, ან მე­ო­რე დღეს უნ­და ეზი­ა­როს, თუ­კი ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა აქვთ, მის სიტყ­ვას აუცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ თუ არა აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მარ­ხ­ვის არ­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მა­შინ უმ­ჯო­ბე­სია, ცო­ლი და­ე­მორ­ჩი­ლოს.

- ალ­ბათ აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ერ­თი რამ: ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ არ და­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ ჰგო­ნი­ათ ყვე­ლა­ფერს ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

- მეც ხში­რად გა­მი­გო­ნია თა­ვის მარ­თ­ლე­ბა: იმი­ტომ არ მოვ­დი­ვართ ეკ­ლე­სი­ა­ში და მარ­ხ­ვას იმი­ტომ არ ვიწყებთ, რომ მე­რე უფ­რო დიდ ცოდ­ვა­ში ჩავ­ვარ­დე­ბი­თო. ხალ­ხი უნ­და გა­ერ­კ­ვეს, რომ ასე არ არის, რომ ეკ­ლე­სია ადა­მი­ან­თა სუ­ლი­ერ სი­სუს­ტე­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუ ადა­მი­ანს ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი აქვს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, მოძღ­ვა­რი კურ­თხე­ვას აძ­ლევს, რომ პირ­ვე­ლი და ბო­ლო კვი­რა მა­ინც შე­ი­ნა­ხოს.

- ასე­ვე ხში­რად სვა­მენ შე­კითხ­ვას - რო­დე­საც ბი­ნა­ში არ არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი, სად შე­იძ­ლე­ბა ხა­ტე­ბის დაბ­რ­ძა­ნე­ბა?

- ცოლ-ქმრის ოთახ­ში ხა­ტე­ბი არ უნ­და იყოს, იქ შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯვა­რი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ცულ­ნი იყონ ბო­რო­ტი ძა­ლი­სა­გან, ხა­ტი კი არ არის სა­სურ­ვე­ლი. თუ სხვა გზა არ არის და საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი არა აქვთ, შე­იძ­ლე­ბა ხა­ტებს ფარ­და ჩა­მო­ა­ფა­რონ, ან კა­რა­და­ში, სუფ­თა ად­გილ­ზე შე­ი­ნა­ხონ, ლოც­ვის დროს ფარ­დას გახ­ს­ნი­ან, ხო­ლო შემ­დეგ - ისევ ჩა­მო­ა­ფა­რე­ბენ. ასე იქ­ცე­ვი­ან ძა­ლი­ან ბევრ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში, სა­დაც უფ­ლის რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლია.

ხათუნა გიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია