პირველ ქართველ მსტვენელს პირად ცხოვრებაში გაურკვევლობა აქვს

პირველ ქართველ მსტვენელს პირად ცხოვრებაში გაურკვევლობა აქვს

გასულ ორშაბათს ''ნიჭიერის'' მეორე ლაივკონცერტზე ჟიურის ფავორიტი ზურა ბალანჩივაძე გახდა. ეს უცნაური ადამიანი უსტვენს... ოღონდ ისე არა, როგორც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ზურა მართლაც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, რადგან შეუძლია, ნებისმიერი სირთულის საოპერო არია სტვენით შეასრულოს. ის 25 წლის არის, გაგრაში დაიბადა... ამას რომ ამბობს, თან აყოლებს, რომ იძულებით გადაადგილებული არ არის, რადგან თუ ეს არ დაამატა, ყველას ეცოდება. ქუთაისში გაიზარდა და თბილისში ბებიასთან ჩამოდიოდა. მოგვიანებით ჟურნალისტიკას დაეუფლა და ახლა ერთ-ერთ კომპანიაში პიარის კუთხით მუშაობს. ზურა ნამდვილი ხელოვანია, რადგან სტვენის გარდა, მღერის, კარგად ხატავს და ძერწავს... კონსერვატორიაში ჩაბარებას აპირებს, თუმცა მანამდე წინ რთული გამოცდა ელოდება. ფინალში მაყურებელსა და ჟიურის კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს, რომ შეუძლია, ნებისმიერი არია ისე დაუსტვინოს, რომ ამით არავინ შეაწუხოს, პირიქით, სიამოვნება მიანიჭოს და ამ უცნაური ნიჭით კიდევ უფრო მეტად გაითქვას სახელი.

- გაგრაში დავიბადე, ოღონდ იძულებით გადაადგილებული პირი არ ვარ. დედა არის გაგრიდან, მამა ქუთაისელია. ოთხი წლის განმავლობაში ხან გაგრაში ვიზრდებოდი, ხან - ქუთაისში. რაღაც დეტალები მახსოვს აფხაზეთიდან. ღამით უამრავი ციცინათელა ინთებოდა, მას შემდეგ ასეთი რამ არსად მინახავს. რატომღაც მშობლებს არასოდეს გავუყვანივარ ზღვაზე, ამიტომ ზღვა არ მახსოვს. ქუთაისში ვიზრდებოდი. თბილისში სტუმრად ჩამოვდიოდი ბებიასთან, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ. 90-იან წლებში დედაქალაქი რაღაც საოცრება მეგონა. აქ იყო მეტრო, ცირკი... ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ენერგიული, ენას არ ვაჩერებდი, სულ ვლაპარაკობდი, ვმღეროდი. სამი წლიდან ვხატავ, ასევე ვძერწავდი. დედა ექიმია და ადამიანის ანატომია კარგად ვიცოდი. მომწონდა და შინაგან ორგანოებს ვძერწავდი (იღიმის).

- პოპულარობაზე, ალბათ, ბავშვობიდან ოცნებობდი...

- დიახ, მთელი ბავშვობა ხელოვნებით ვიყავი დაკავებული. მსახიობობაც მინდოდა. საკუთარი სამეფო შევქმენი. ტელეფონის სადენები დავშალე და სირმებისგან გვირგვინი გავიკეთე. პატარა თეატრი დავაარსე და სპექტაკლებს ვდგამდი. ასე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება 2003 წლამდე. ენციკლოპედიური განათლება მქონდა, რომანების მაგივრად ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებდი. ასევე ძალიან მიყვარდა ისტორიული პერსონაჟები, რუზველტი, ჩერჩილი, ნაპოლეონი, სტალინი - ოღონდ, არა როგორც კულტი... გარდატეხის ასაკში ხმაზე პრობლემები შემექმნა და სწორედ მაშინ დავიწყე სტვენა. ჩუმად ვუსტვენდი. ერთ დღეს ტელევიზიით ფრანკო ძეფირელის ფილმი - ''კალასი სამუდამოდ'' ვნახე. მანამდე ოპერა არ მიყვარდა, მაგრამ ამ ფილმმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ არიების შეგროვება დავიწყე. კალასიდან წამოვიდა ოპერის სიყვარული. თავიდან სტვენით ვერთობოდი, მაგრამ მერე რაღაცნაირად გამომივიდა. ჩავიკეტებოდი საათობით და სხვადასხვა არიას ვუსტვენდი.

- ოჯახი შენს გატაცებას როგორ შეხვდა?

- ძალიან ცუდად. მეუბნებოდნენ, სტვენამ სიღარიბე იცის, ნუ წაიღე ტვინიო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. აქ უფრო მომეცა საშუალება, რომ ახალი ჩანაწერები მომეპოვებინა. მხოლოდ ოპერასა და თეატრში დავდიოდი, კინოში - არა. შეგროვებული ჩანაწერები არდადეგებზე ქუთაისში ჩამქონდა, ოთახში მარტო ვრჩებოდი და ახალ არიებს ვუსტვენდი. მსიამოვნებდა, ენერგიას ამით ვხარჯავდი. შემდეგ ინტერნეტსივრცეში მოვიძიე ინფორმაცია, რომ არსებობს სტვენის კონკურსები, მაგრამ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არ მინახავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია