ამაღამ საქართველოში ძლიერი ყინვა იქნება

ამაღამ საქართველოში ძლიერი ყინვა იქნება

საქართველოში დღეს თოვა შეწყდება, ხოლო ღამით ყინვა შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა დღისით +2 ღამით - 6 გრადუსი იქნება იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით +3 ღამით -8 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +2 ღამით - 10.

ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში შესაძლოა, ტრემპერატურა ღამით -22 გრადუსამდე დაეცეს. ხვალ, დღის ბოლოს კი დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. 15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 16 დეკემბერს კი ისევ გამოიდარებს.

ამასთან, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 15 დეკემბერს, შესაძლოა თბილისში მცირე თოვლი მოვიდეს.

მოსალოდნელი ამინდის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. მისივე თქმით, ხვალიდან დასავლეთიდან ისევ მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც გამოიხატება ნალექში დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში.

მინისტრის განცხადებით, 16 დეკემბრიდან მოსალოდნელია გამოდარება სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია