ქართველი მძღოლების უარყოფითი მხარეები - "უკულტურო მძღოლებად ვრჩებით"

ქართველი მძღოლების უარყოფითი მხარეები - "უკულტურო მძღოლებად ვრჩებით"

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ცო­ბის პრობ­ლე­მა, მით უფ­რო პი­კის სა­ა­თებ­ში, თბი­ლი­სელ­თათ­ვის ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. ამ დროს ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა მძღო­ლე­ბის­გან დიდ დროს, თმე­ნა­სა და მტკი­ცე ნერ­ვებს მო­ითხ­ოვს. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცე-­პრე­ზი­დენტ მევ­ლუდ მე­ლა­ძის აზ­რით, სა­ცო­ბებს გზე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ის გარ­და, უმ­თავ­რე­სად მძღოლ­თა უკულ­ტუ­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მონ­დო­მე­ბა და სულ მცი­რე, 20-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა.

- სა­ცო­ბებს ბევ­რი მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს. ყვე­ლა­ზე ძი­რე­უ­ლია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მარ­თვის კულ­ტუ­რა, ანუ არა­ვინ არა­ვის უთ­მობს გზას და არა­ვინ მი­დის თა­ვის ზოლ­ში. ჩვენ რომ მწკრივ­ში დგო­მა და გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­რე­ბა შეგ­ვეძ­ლოს, სა­ცო­ბე­ბი შემ­ცირ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ყა­ვით და ვრჩე­ბით უკულ­ტუ­რო მძღო­ლე­ბად. მე­ო­რე, არ ვი­ცავთ ზო­ლებს - რო­ცა ქუ­ჩა­ზე სა­მი ზო­ლია და არის მო­სახ­ვე­ვი, მძღო­ლი პირ­ვე­ლი ზო­ლი­დან გა­და­დის მე­სა­მე­ში, მე­რე ისევ პირ­ველ­ში და ასე, ანუ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ გზას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თა­ვის­თვის იყე­ნებს, ჰგო­ნი­ა, რომ მთე­ლი ეს სიბ­რტყე მი­სი­ა. არა­და, წე­სით, მძღოლ­მა ერთ ზოლ­ში უნ­და იმოძ­რა­ოს. მე­სა­მე - მძღოლს, რო­მელ­საც ეჩ­ქა­რე­ბა, ჰგო­ნი­ა, ყვე­ლას უნ­და ეჩ­ქა­რე­ბო­დეს და, შე­სა­ბა­მი­სად, ცდი­ლობს, ნე­ლა მი­მა­ვალს გა­ას­წროს, გა­და­დის შემ­ხვედრ ზოლ­ზე, მე­რე იქ სადღ­აც ჩად­გე­ბა, იქი­დან მო­მა­ვალს აფერ­ხებს და სა­ცობს ქმნის. მას კი, ვი­საც არ ეჩ­ქა­რე­ბა, ჰგო­ნი­ა, სხვა­საც არ უნ­და ეჩ­ქა­რე­ბო­დეს, მი­დის ზედ­მი­წევ­ნით ნე­ლა და იწ­ვევს სა­ცობს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, გზა­ზე ხორ­ცმე­ტი არ უნ­და იყო, ანუ თუ შენ ხარ ნე­ლა მო­სი­ა­რუ­ლე, სა­ცო­ბის ერ­თ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე, ან პი­რი­ქით, თუ ის ხარ, რო­მე­ლიც უფ­რო ჩქა­რა მოძ­რა­ობ, ვიდ­რე დი­ნა­მი­კა ითხ­ოვს, ხორ­ცმე­ტი ხარ.

- გზე­ბის კონ­სტრუქ­ცია არა­ფერ შუ­ა­ში­ა?

- გზე­ბის კონ­სტრუქ­ცია კი­დევ ცალ­კე თე­მა­ა. რო­დე­საც ად­გენ­დნენ გზაჯ­ვა­რე­დი­ნებს, არა­ვინ ით­ვლი­და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბას - რო­მელ სა­ათ­ზე რო­მე­ლი ქუ­ჩი­დან რამ­დე­ნი მან­ქა­ნა მო­დის, რაც კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც კი მარ­ტი­ვად კეთ­დე­ბო­და. გმირ­თა მო­ედ­ნის ნა­ხა­ზი რომ და­ი­დო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ა­ში გან­გა­ში ავ­ტე­ხეთ, რად­გან არას­წო­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­შინ არ გვწყა­ლობ­დნენ და არც ჩვენს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ. ჩვენ დავ­დეთ დას­კვნა, რომ ეს კი არ გან­მუხ­ტავ­და, პი­რი­ქით, გა­აძ­ლი­ე­რებ­და სა­ცო­ბებს. ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან გმირ­თა მო­ე­დან­ზე ისე უნ­და ხვდე­ბო­დე, კვე­თა არ უნ­და გი­წევ­დეს. თა­ვი­დან, პირ­და­პი­რი კვე­თა იყო სა­ბურ­თა­ლო­დან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბის, მე­რე გა­და­ა­კე­თეს, გად­მო­ა­კე­თეს, წრე გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ მა­ინც არ არის სრულ­ყო­ფი­ლი. თა­ვი­დან­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუნ­დაც იმის, რომ შე­სა­ვა­ლი გზა გამ­ტა­რი­ა­ნო­ბის­თვის ორ­-ორ ზო­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. თბი­ლის­ში სა­ცო­ბე­ბი ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე­ა, სა­დაც კი გზე­ბის ოდ­ნა­ვი კვე­თა­ა. ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ვინ არა­ვის ატა­რებს, ყვე­ლა ცდი­ლობს სადღ­აც შე­ეჩხ­ი­როს და სა­ცო­ბიც გარ­და­უ­ვა­ლი­ა.

- გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, ავ­ტო­ბუ­სებ­მა რომ მხო­ლოდ პირ­ველ ზოლ­ში ია­რონ, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­მა კი გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­ა­ჩე­რონ, რა­ღაც შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბო­და.

- ვი­საც სა­დაც უნ­და, მა­ინც იქ აჩე­რებს. ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი კი­დევ ცალ­კე თე­მა­ა, კა­ციშ­ვი­ლი მა­გათ არა­ფერს ას­წავ­ლის, შემ­თხვე­ვით მოხ­ვედ­რი­ლე­ბი სხე­დან სა­ჭეს­თან, ავ­ტო­ბუ­სი რომ მე­ო­რი­დან პირ­ველ ზოლ­ში სი­გა­ნე­ზე გა­ჩერ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­ა­ფერ­ხებს მოძ­რა­ო­ბას.

- ბა­ტო­ნო მევ­ლუდ, რო­გორ უნ­და გა­ნიტ­ვირ­თოს სა­ცო­ბე­ბი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ამის აღ­მო­საფ­ხვრე­ლად?

- ეს პრობ­ლე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს. ამა­ზე დი­დი მუ­შა­ო­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ჯერ კი­დევ სკო­ლე­ბი­დან, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­გონ, რას ნიშ­ნავს გზაჯ­ვა­რე­დი­ნი, შუქ­ნი­შა­ნი. დღეს ქუ­ჩებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან, რომ­ლებ­საც არ უს­წავ­ლი­ათ მან­ქა­ნის ტა­რე­ბა, მოძ­რა­ო­ბენ ისე, რო­გორც ახერ­ხე­ბენ, შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სი­ა.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მძღოლს სა­ცობ­ში დგო­მა წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1000 დო­ლა­რი უჯ­დე­ბა. მეც­ნი­ე­რებ­მა ისიც და­ად­გი­ნეს, რომ სა­ცო­ბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფარ­ქტე­ბი­სა და ნერ­ვიუ­ლი სტრე­სის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლია.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია