კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს. საავტომობილო ოსკარად წოდებულ კონკურსს ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ახორციელებს.

ამჯერად, "ოქროს საჭე 2013"-ის ფარგლებში, "ოპელის" და "შევროლეს" მხარდასაჭერი ღონისძიება ტარდება.

ხვალ, 14.00 საათზე, "ოპელის" და "შევროლეს" ცენტრში (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-7 კმ.) აღნიშნული ბრენდის მოდელების წარდგენა შედგება – გაიმართება ფოტოსესია, რომელშიც ტოპ-მოდელები მიიღებენ მონაწილეობას და ამ ფორმით დაუჭერენ მხარს "ოპელს" და "შევროლეს". ასევე, გაიმართება "შევროლეს" უახლესი მოდელის "მალიბუს" პრეზენტაცია.

ამასთან, ნებისმიერს ექნება საშუალება ადგილზე მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და აირჩიოს მისთვის სასურველი მოდელები.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე "ვისოლის" ვებ გვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს. დამატებით, "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსის ფარგლებში, ყოველ შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას ჩაერთოს წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის პროცესში და აირჩიოს მისთვის საუკეთესო ბრენდი.

ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩართულნი არიან საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და სხვა გულშემატკივრები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია