რასმუსენი - ივანიშვილის პრემიერობის დროს საქართველომ ამბიციური რეფორმები განაგრძო და არსებით წარმატებებსაც მიაღწია

რასმუსენი - ივანიშვილის პრემიერობის დროს საქართველომ ამბიციური რეფორმები განაგრძო და არსებით წარმატებებსაც მიაღწია

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

"ტოვებთ რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მსურს, მოგახსენოთ მადლობა თანამშრომლობისათვის ამ წლის განმავლობაში. ძალიან ვაფასებ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილისადმი რასმუსენის წერილში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რასმუსენის შეფასებით, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველომ განაგრძო ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და არსებით წარმატებებსაც მიაღწია ამ კუთხით.

"წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებაში მოკავშირეებმა დაადასტურეს დადებითი ძვრები ქვეყანაში თქვენი ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით აღნიშნეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მმართველობა პოლიტიკური კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში. ასევე ვაფასებ ჩვენს გულახდილ საუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თქვენ ცხადყვეთ ერთგულება საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნისადმი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თქვენ ასევე ჩამოაყალიბეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მკაფიო ხედვა, რუსეთთან ურთიერთობების ჩათვლით", - აღნიშნავს რასმუსენი.

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით, განავრცობენ ბიძინა ივანიშვილის მიღწევებს.

"ასეთი სახის ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიასა და წინსვლას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისაკენ. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში. პატივისცემით, ანდერს ფოგ რასმუსენი", - აღნიშნულია ივანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა