აჭარის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

აჭარის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

აჭარის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმში მცხოვრებლებმა აცნობეს, დილით ბუნებრივი აირის   გამათბობლების ჩართვას აპირებდნენ, თუმცა გაზი გამორთული იყო.

როგორც "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ხოფერია განმარტავს, გაზის წნევის ძლიერი ვარდნის გამო ბუნებრივი აირი დაახლოებით 11:00 საათამდე გამორთული იქნება. თეა ხოფერია აღნიშნავს, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

ასევე, გუშინ 18:00 საათიდან აჭარის მასშტაბით კომერციულ ობიექტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.

"სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში" განაცხადეს, რომ შეზღუდვა საქართველოს გაზის ტრანსპორტიორი კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გაზის წნევის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით განხორციელდა. კომპანიაში გუშინ აცხადებდნენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას არ შეეზღუდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია