ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა დაეხმაროს ქვეყანას სამუშაო ადგილების ბაზრის მართვის, განათლებისა და ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაუმჯობესების კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსება "აღმოსავლეთ პარტნიორიობისა და თანამშრომლობის" (EaPIC) პროგრამის ფარგლებში გამოიყო.

ამასთან, საქართველოს გარდა, ევროკავშირმა 35 მილიონი ევრო გამოუყო მოლდოვას, 25 მილიონი ევრო კი სომხეთს. საერთო ჯამში, პროგრამის მთლიანი თანხა 87 მილიონი ევროა.

"წელს სამი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა დაჯილდოვდა დემოკრატიული გარდატეხისა და ფუნდამენტური ფასეულობების ერთგულებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯგუფი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. დამატებითი დაფინანსება ნიშნავს ნაციონალური რეფორმებისა და გაერთიანებული პროგრამების უფრო მეტ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს მოქალაქეთა ცხოვრებაში", - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.

EaPIC პროგრამა დაფინანსებას უწევს აღმოსავლეთ პარტნიორიობის იმ ქვეყნებს, რომლებიც პროგრესს აღწევენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეფორმების გატარებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა