ლელა წურწუმია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებთან და პატარების ახდენილი საშობაო სურვილები (+ფოტორეპორტაჟი)

ლელა წურწუმია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებთან და პატარების ახდენილი საშობაო სურვილები (+ფოტორეპორტაჟი)

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის მიწერილი სურვილები უსრულდებათ.

შვიდი წლის მარიამ კალანდაძემ თოვლის ბაბუას წერილი იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან გაუგზავნა - "ძვირფასო თოვლის ბაბუა! ძალიან გთხოვ, ლამაზი კონკიას ფორმა მომიტანე ჯადოსნური ჯოხით, ამ ჯოხს ვთხოვ, გვესტუმროს კონკია, შუა ქალაქის მსახიობები და ლელა წურწუმია მარიამთან ერთად",- წერდა პატარა მარიამი. მომღერლის სტუმრობა თოვლის ბაბუას შვიდი წლის ანა კაკაშვილმაც დააბარა.

მათი სურვილების ნაწილი დღეს უკვე შესრულდა – ლელა წურწუმია შვილთან ერთად იაშვილის კლინიკაში მივიდა და პატარა მარიამსა და ანას სხვა საჩუქრებთან ერთად, საკუთარი სიმღერების ალბომიც გადასცა.

"მე არ ვარ სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. მითხრეს, რომ ასეთი წერილები დაწერეს ბავშვებმა. როგორც კი შევძელით, მოვედით, ვნახეთ ისინი. მათ სჭირდებათ ჩვენი ყურადღება. გარდა იმისა, რომ ისინი მკურნალობის კურსს გადიან, მათ სჭირდებათ გამხნევებაც, პოზიტივიც. ის სურვილი, რომელიც მათ უსრულდებათ, ძალიან დადებითად მოქმედებს გამოჯანმრთელებაზე. მოტივაცია ძალიან დიდი ძალაა. მინდა ყველა ბავშვს ვუსურვო ჯანმრთელობა. მინდა, რომ ბავშვები არ ავადდებოდნენ. სამწუხაროდ ასე არ ხდება, მინდა რომ ეს ბავშვები რაც შეიძლება მალე ჯანმრთელები გავიდნენ ამ სტაციონარიდან",-განაცხადა ლელა წურწუმიამ.

ბავშვებმა, რომლების იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, თოვლის ბაბუას წერილები იაშვილის კლინიკიდან გაუგზავნეს. წერილები კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. აღნიშნულ წერილებში ბავშვები თოვლის ბაბუას სხვადასხვა საჩუქრებს და ცნობილ ადამიანების სტუმრობას სთხოვენ.

"უკვე ტრადიციად გვექცა წერილების მიწერა თოვლის ბაბუასთვის. შარშანაც დაწერეს ბავშვებმა წერილები და მოქალაქეების დახმარებით ყველა სურვილი ასრულდა. წელსაც დავწერეთ და დღეს დაიწყო სურვილების ასრულება. მინდა მოგმართოთ ყველას - დაგვიდექით გვერდით, იმიტომ რომ ეს პოზიტივი ბავშვების გამოჯანმრთელებისთვის არის აუცილებელი",-ამბობს თამთა დემურიშვილი.

დღესვე კლინიკაში ბავშვებს კიდევ ერთი ნატვრა აუხდათ - მათთან "ბასტი" და "ბუბუ" მივიდნენ.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია