ჯერ უცნობია, კონკრეტულად როდის იმსჯელებს "ქართული ოცნების" პოლისტსაბჭო ავთანდილ ბერიძის საკითხზე

ჯერ უცნობია, კონკრეტულად როდის იმსჯელებს "ქართული ოცნების" პოლისტსაბჭო ავთანდილ ბერიძის საკითხზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის საკითხთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს მდივანმა, "ქართული ოცნების" იურიდიული საკითხების მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, ავთანდილ ბერიძის საკითხთან დაკავშირებით დამატებით არაფრის თქმა არ შეუძლია.

"დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება, მე დამატებით ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე ვიმსჯელებთ პარტიის პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე", - განაცხადა იმერლიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების დროს, ირინა იმერლიშვილი აცხადებს, რომ სხდომა მაშინ ჩატარდება, როდესაც გენერალური მდივანი მოიწვევს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

როგორც კახა კალაძე განცხადებაში აღნიშნავს, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.

მისივე განმარტებით, ავთანდილ ბერიძის საკითხს უახლოეს სხდომაზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი მოემსახურება.

სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა