"ე­ქი­მე­ბის შეც­დო­მის გა­მო დავ­კარ­გე მხედ­ვე­ლო­ბა"

"ე­ქი­მე­ბის შეც­დო­მის გა­მო დავ­კარ­გე მხედ­ვე­ლო­ბა"

3 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნა. ამ დღი­სად­მი მიძღ­ვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ­მა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 2013 წე­ლი შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წლად გა­მო­აცხ­ა­და. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 122 666 შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რი­დან 9 ათა­სამ­დე ბავ­შვი­ა. სა­ქარ­თვე­ლოს უსი­ნათ­ლო­თა კავ­ში­რის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ნა­ნა ბრეგ­ვა­ძე სევ­და­ნა­რე­ვად, მაგ­რამ იმე­დი­ა­ნად ჰყვე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ას, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს და შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა გა­ა­ო­ცეს.

- ექი­მე­ბის შეც­დო­მი­სა და არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად დავ­კარ­გე მხედ­ვე­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იმედს არ მაძ­ლევ­დნენ და ის­რაელ­ში გა­დავ­წყვი­ტე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, რაც ძა­ლი­ან დიდ თან­ხას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - 47 ათა­სი დო­ლა­რი მჭირ­დე­ბო­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი ვი­ყა­ვი და გა­დავ­წყვი­ტე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის მიმემართა. მად­ლო­ბა უნ­და ვუთხ­რა ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, რომ ეს მკურ­ნა­ლო­ბა მი­სი დახ­მა­რე­ბით და­მი­ფი­ნან­სეს. მხედ­ვე­ლო­ბის არე­ა­ლი თან­და­თან მი­ფარ­თოვ­დე­ბა და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- რო­გორც ვი­ცი, უსი­ნათ­ლო­თა კავ­შირ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა გმი­რე­ბიც ეწო­დოთ.

- 2010 წელს კრე­ა­ტი­უ­ლი სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გია ჯვარ­შე­იშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა მყინ­ვარ­წვე­რი და­ე­ლაშ­ქრათ და სხვებ­თან ერ­თად წა­ეყ­ვა­ნა უსინათლო დათო ყვირილიანი, აფხაზეთიდან დევნილი, ჩვენი კავშირის ლტოლვილთა ფილიალის თავმჯდომარე. და­თო ამას არ შე­უ­შინ­და და თქვა: მე მინ­და ვაჩ­ვე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ადა­მიანს, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ვერ ხე­დავს, შე­უძ­ლია მყინ­ვარ­წვე­რი და­ლაშ­ქრო­სო. მარ­თლაც, ეს ადა­მი­ა­ნი ავი­და მყინ­ვარ­წვერ­ზე და ბრა­ი­ლის შრიფ­ტით და­ტო­ვა იქ თა­ვი­სი ჩა­ნა­წე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვებს: ჩვენ გვყავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცუ­რა­ვე ნი­კა თვა­უ­რი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი­ა. ნი­კა 29 წლი­სა­ა. 16 წლის იყო, რო­ცა მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა და დღეს სრუ­ლი­ად ვერ ხე­დავს... გიორგი ქობელაშვილმა 26 წლი­სამ და­კარ­გა მხედ­ვე­ლო­ბა, რო­ცა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია უკ­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი იყო. ამ ტრა­გე­დი­ის გა­მო დეპ­რე­სი­ა­შიც ჩა­ვარ­და, მაგ­რამ ხატ­ვამ გა­და­არ­ჩი­ნა და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა­კენ მო­აბ­რუ­ნა. მარ­თა­ლი­ა, ის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც მან იცო­და, გაქ­რა, მაგ­რამ ახ­ლა იგი ხა­ტავს იმას, რა­საც გრძნობს. მი­სი ნა­ხა­ტე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად იყი­დე­ბა გა­მო­ფე­ნებ­ზე. იგი­ვე უნ­და ით­ქვას ნა­ტა­ლია ვეფ­ხვა­ძე­ზე, რო­მე­ლიც უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი­ა.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი უნარ­შეზღ­უ­დუ­ლე­ბი

მი­გელ სერ­ვან­ტე­სი - ლე­პან­ტოს­თან ბრძო­ლა­ში მარ­ჯვე­ნა ხე­ლი და­კარ­გა. ლუდ­ვიგ ვან ბეთ­ჰო­ვე­ნი - 1802 წელს სრუ­ლად დაყ­რუვ­და, თუმ­ცა სწო­რად ამ დრო­ი­დან შექ­მნა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ლუი ბრა­ი­ლი - 3 წლის ასაკ­ში დაბ­რმავ­და. 1829 წელს შექ­მნა რე­ლი­ე­ფურ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შრიფ­ტი უსი­ნათ­ლო­ე­ბის­თვის. ფრან­კლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი - აშშ-ის 32-ე პრე­ზი­დენ­ტი. ის ინ­ვა­ლი­დის ეტლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი, თუმ­ცა სწო­რედ მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფურ­ცლე­ბი ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში. რეი ჩარ­ლზი - ადა­მი­ა­ნი-­ლე­გენ­და, 12 `გრე­მის~ მფლო­ბე­ლი. დაბ­რმავ­და 7 წლის ასაკ­ში. სტი­ვენ ჰო­უ­კინ­გი - მხო­ლოდ მის თი­თებს აქვს მოძ­რა­ო­ბი უნა­რი, რომ­ლე­ბი­თაც ის მარ­თავს ეტლს და კომ­პი­უ­ტერს, რო­მე­ლიც მის მა­გივ­რად ლა­პა­რა­კობს. არის კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის პრო­ფე­სო­რი, პირ­ვე­ლა­დი შა­ვი ხვრე­ლე­ბის თე­ო­რი­ის ავ­ტო­რი.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია